ტურიზმის ადმინისტრაციასა და ,,IDS ბორჯომი საქართველოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდება

საქართველო, თბილისი - 18:09 | 21.04.2016
ნანახია: 1391

პარასკევს, 22 აპრილს, 13:00 საათზე სასტუმრო Tbilisi Marriot-ში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და IDS  ბორჯომი საქართველოს შორის პარტნიორობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდება. საქართველოს ტურიზმის ეროვნული  ადმინისტრაცია  და   IDS  ბორჯომი საქართველო რეგიონული ტურიზმის პოპულარიზაციის კუთხით თანამშრომლობას იწყებენ.  მემორანდუმს ხელს  ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი  გიორგი ჩოგოვაძე  და კომპანია IDS  ბორჯომის საქართველოს გენერალური  დირექტორი  ზაზა კიკვაძე მოაწერენ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე