The Telegraph-მა დასვენებისათვის საუკეთესო ქვეყნების რეიტინგი გამოაქვეყნა

საქართველო, თბილისი - 12:30 | 21.04.2016
ნანახია: 1260

ბრიტანულმა გამოცემა The Telegraph-მა დასვენებისათვის საუკეთესო ქვეყნების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლის 75 ათასი ინტერნეტ მომხმარებლის გამოკითხვის მიხედვით შეადგინა.

საუკეთესო „ტოპ-50“-ში პირველ ადგილზე ახალი ზელანდია მოხვდა.

ახალი ზელანდია ამ რეიტინგში უკვე წლებია ლიდერ პოზიციაზეა და ის უნიკალური ბუნებით, ლამაზი პეიზაჟებით ტურისტების ყურადრებას იყრობს. რეიტინგში მეორე პოზიციაზეა მალდივები, რომელიც მსოფლიოში ცნობილია თავისი განსაკუთრებული All inclusive-თი. შესანიშნავ „სამეულში“ მესამე პოზიციაზეა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა.

„ტოპ-5“-ი აღმოჩნდნენ ასევე იაპონია და მიანმა.

საუკეთესო ევროპულ ქვეყნად ტურისტებისათვის იტალია აღიარეს. საერთო რეიტინგში იტალია მე-14 პოზიციაზეა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე