რომის პაპმა ამერიკელ კონგრესმენებს სიკვდილით დასჯის გაუქმებისკენ მოუწოდან

საქართველო, თბილისი - 10:46 | 25.09.2015
ნანახია: 2083

რომის პაპი ფრანცისკი პირველად რომის კათოლიკური ეკლესიის ისტორიაში აშშ-ის კონგრესში სიტყვით გამოვიდა.

თავის გამოსვლაში ფრანცისკმა ისაუბრა იარაღის ექსპორტზე, რომლითაც მილიარდობით თანხას გამომუშავდება. ასევე ყურადღება გაამახვილა აშშ-ში დღემდე არსებულ სიკვდილით დასჯაზე და კონგრესმენებს მოუწოდა გააუქმონ სიკვდილით დასჯა, რომელიც ამერიკის 31 შტატში ჯერ ისევ მოქმდებს.

პონტიფიკმა ისაუბრა მიგრანტების შესახებაც. მან გაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია მათზე მზრუნველობა და თბილად მოპყრობა. მისი თქმით დევნილებში უპირველსად ადამიანები უნდა დავინახოთ, და მათმა რაოდენობამ არ უნდა შეგვაშინოს. პაპმა მიგრანტებთან დაკავშირებულ კრიზის ურთულესი ამოცანა უწოდა, რომელიც მშვიდობიანად უნდა გადაიჭრას.

რომის პაპის გამოსვლას ესწრებოდნენ ორივე პალატის წარმომადგენლები, უმაღლესი სასამართლოს წევრები და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე