ლარი გამყარდა

საქართველო, თბილისი - 17:05 | 27.03.2018
ნანახია: 1181

27 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.4266 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4298 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.32 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.0114 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0130 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.16 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.6091 ლარს შეადგენს, ასევე  გაუფასურდა ფუნტი და 3.4251 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 28 მარტიდან  შევა ძალაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე