დიმიტრი ქუმსიშვილი აშშ-ს ელჩს საქართველოში იან კელის შეხვდა

საქართველო, თბილისი - 18:25 | 26.01.2018
ნანახია: 1171

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და აშშ-ს ელჩმა საქართველოში იან კელიმ ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების მიმდინარე საკითხები განიხილეს.

გაერთიანებული უწყებების ხელმძღვანელის რანგში ეს დიმიტრი ქუმსიშვილის პირველი შეხვედრა იყო ამერიკელ დიპლომატთან, შესაბამისად, პირველმა ვიცე-პრემიერმა ელჩს ეკონომიკის სამინისტროს შემდგომი საქმიანობის შესახებ საკუთარი ხედვა გააცნო და იმ მნიშვნელოვან პროექტებზე ესაუბრა, მათ შორის, ენერგეტიკის, წიაღის მართვის, ტურიზმის, ორმხრივი ვაჭრობის განვითარების, ექსპორტის ხელშეწყობისა და ინვესტიციების წახალისების შესახებ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აშშ საქართველოს უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორია, რომელთან თანამშრომლობაც სამომავლოდ კიდევ უფრო განვითარდება.  

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე