მსხვილი ინდური კომპანია იმერეთში ადგილობრივ მწარმოებლებს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 17:25 | 23.01.2018
ნანახია: 1090

23 იანვარს, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინიციატივით, სამკერვალო და ტყავის ფეხსაცმლის მწარმოებელი კომპანიები ქალაქ ქუთაისში,  მსხვილი ინდური  კომპანიის „BREEZE“-ის ხელმძღვანელობას  შეხვდნენ.

ღონისძიება იმერეთის რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატის ოფისში შედგა.  შეხვედრაზე განხილული იქნა მსუბუქი მრეწველობის დარგში ქართული და ინდური კომპანიების თანამშრომლობის პერსპექტივები (ერთობლივი საწარმოების შექმნა, ტყავის, ქსოვილის, ფურნიტურის მოწოდება და სხვ.). 

ღონისძიების ფარგებში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის იმერეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ემზარ ღვინიანიძემ  კომპეტენციის ფარგლებში ქართულ–ინდური ბიზნეს-საქმიანობის განვითარების ხელშეწყობის მზადყოფნა გამოთქვა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე