უზბეკეთსა და საქართველოს შორის შესაძლოა პირდაპირი ავიარეისები დაინიშნოს

საქართველო, თბილისი - 12:26 | 23.01.2018
ნანახია: 1026

უზბეკეთსა და საქართველოს შორის შესაძლოა პირდაპირი ავიარეისები დაინიშნოს, აღნიშნულის შესახებ განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველო-უზბეკეთის  საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ განმარტა, მემორანდუმი ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას ითვალისწინებს, უზბეკეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზეც ისაუბრეს, სადაც გამოიკვეთა ძალიან სერიოზულ პერსპექტივა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, რა თქმა უნდა, სავაჭრო მიმართულებით და ტურიზმის მიმართულებით.

„საუბარი გვქონდა, ასევე პირდაპირ ფრენებზე უზბეკეთსა და საქართველოს შორის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ არის ძალიან დიდი პერსპექტივა ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების და ამაზე ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ საქართველოს მთავრობასთან ერთად", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე