ლარი გაუფასურებას განაგრძობს

საქართველო, თბილისი - 17:14 | 02.11.2017
ნანახია: 1182

2 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.6297 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6106 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში  1.91 თეთრი შეადგინა.                       

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.0625 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0380 ლარს შეადგენდა.

შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 2.45 თეთრი შეადგინა.

გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.6906 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 3.4767 ლარი ეღირება.    დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 3 ნოემბრიდან შევა ძალაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე