აჭარის შესახებ ტელეარხზე „Canal 2” თემატური რეპორტაჟები გადის

საქართველო, თბილისი - 12:12 | 27.10.2017
ნანახია: 1377

აჭარის შესახებ ესტონეთში წამყვან ტელეარხზე „ Canal 2” თემატური რეპორტაჟები გადის.

გადაცემა „Reporter”, რომელიც ესტონეთში ყოველდღიურად, საღამოს 7 საათზე გადაიცემა რეგიონის თითოეულ ტურისტულ პროდუქტს ვრცელ მასალას უძღვნის. გადაცემის სპეციალურ სამოგზაურო ბლოგში უკვე გავიდა რეპორტაჟები დელფინარიუმის, ღვინის ტურიზმისა და ბათუმის შესახებ.

ნოემბრის პირველ კვირამდე კი ტელეარხი დამატებით  7 რეპორტაჟის გაშვებას გეგმავს, რომლებიც თემატურად მთიან აჭარას, კულინარიას, ფოლკლორსა და ზოგადად, აჭარაში მოგზაურობას დაეთმობა.

ტელეკომპანიის ჟურნალისტები რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით  სტუმრობდნენ. დეპარტამენტმა  რეგიონის პოპულარიზაცია ესტონეთში წელს დაიწყო, რაც გარე რეკლამას, ონლაინ რეკლამასა და პრეს-ინფოტურების ორგანიზებას ითვალისწინებდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე