ბოშის დღეები „ელიტ ელექტრონიქსში“

საქართველო, თბილისი - 16:36 | 22.09.2017
ნანახია: 1316

მხოლოდ ორი დღით, 22 და 23 სექტემბერს „ელიტ ელექტრონიქსის“  მომხმარებელს, რობერტ ბოშისიუბილესთან  დაკავშირებით საშუალება ეძლევა ბოშის ბრენდის ნებისმიერი, მისთვის სასურველი ტექნიკა თვითღირებულებით შეიძინოს.  აქცია მოქმედებს „ელიტ ელექტრონიქსის“ ყველა ფილიალში მთელი საქართველოს მასშტაბით, როგორც ნაღდი ანგარიშსწორებისას ასევე განვადებით შეძენის შემთხვევაში.

“ელიტ ელექტრონიქსი” გახლავთ ბოშის ბრენდის ექსკლუზიური რითეილ პარტნიორი საქართველოში. კომპანია ბოში 1886 წელს დაარსდა გერმანიაში, ქალაქ შტუტგარტში. კომპანიის დამაარსებლის რობერტ ბოშის დევიზი გახლდათ - "სჯობს დაკარგო ფული, ვიდრე ნდობა". ინოვაციები და ტექნოლოგიური განვითარება კომპანიის განუყოფელი ნაწილია. სხვადასხვა პატენტების რაოდენობით ბოშს ერთ-ერთი მოწინავე ადგილი უკავია მსოფლიოში ტექნიკის მწარმოებელ კომპანიებს შორის. ენერგო ეფექტური ტექნიკა, ყველაზე მაღალტექნოლოგიური სარეცხის მანქანები, ყველაზე ჩუმი მტვერსასრუტები, ყველაზე მძლავრი მულტირობოტები, მაცივრები ხილის და ბოსტნეულის ყველაზე ხანგრძლივი შენახვის შესაძლებლობით - იმ ტექნიკის არასრული ჩამონათვალია რასაც კომპანია მომხმარებლებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით სთავაზობს. ეს ტექნიკა ხელმისაწვდომია  საქართველოში ექსკლუზიურად “ელიტ ელექტრონიქსის” მაღაზიათა ქსელში.

“ელიტ ელექტრონიქსი” საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე 21 წელია მოღვაწეობს და მისი მიზანია მომხმარებლებს მიაწოდოს თანამედროვე და ხარისხიანი პროდუქცია, ასევე შეუქმნას მათ მაქსიმალურად კომფორტული გარემო ტექნიკის შესაძენად, გაუწიოს მაღალკვალიფიციური კონსულტაცია და ბაზარზე მუდამ ინოვაციური პროექტებით წარსდგეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე