ომელიანი დარწმუნებულია, რომ Ryanair უკრაინაში 2018 წლის შემოდგომამდე შევა

საქართველო, თბილისი - 10:47 | 18.09.2017
ნანახია: 1064

უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ვლადიმირ ომელიანი კიდევ ერთხელ გამოთქვამს იმედს, რომ Ryanair უკრაინაში შევა.  

ომელიანი დარწმუნებულია, რომ ირლანდიური „ლოუკოსტერი“ Ryanair უკრაინაში ოპერირებას 2018 წლის შემოდგომამდე დაიწყებს.

"ამ დროისათვის Ryanair-თან ბორისპოლის აეროპორტს ინტენსიური მოლაპარაკებები აქვს. ვიმედოვნებ, რომ მოლაპარაკებების მეორე მცდელობა წარმატებით დასრულდება და Ryanair-ი ჩვენთან 2018 წლის არაუგვიანეს შემოდგომისა გამოჩნდება“, განაცხადა ომელიანმა.

მიუხედავად განვითარებული მოვლენებისა ვლადიმირ ომელიანი ყოველთვის დარწმუნებული იყო, რომ Ryanair-იუკრაინის ბაზარზე შევიდოდა. მართალია მინისტრი თარიღად 2017 წლის ბოლოს ასახელებდა, თუმცა ის დარწმუნებულია, რომ შედეგი ერთი წლის დაგვიანებით, თუმც აუცილებლად დადგება.

როგორც ცნობილია 2018 წლის ბოლომდე უკრაინაში easyJet-სა და Eurowings-ის შესვლაც იგეგმება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე