ხვალ, „გლობალური ბიზნეს ფორუმი“ გაიმართება

საქართველო, თბილისი - 13:38 | 14.09.2017
ნანახია: 1335

ხვალ, 15 სექტემბერს, 09:00 საათზე, სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართება „გლობალური ბიზნეს ფორუმი“. აღნიშნული ფორუმი „საქმიან ქალთა გაერთიანების“ და „საქართველოს ბანკის“ ეგიდით  საქართველოში პრიველად ტარდება.

ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ სამთავრობო და არასამთავრობო, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლები. ფორუმი ასევე უმასპინძლებს დელეგატებს სხვადასხვა ქვეყნიდან: დიდი ბრიტანეთი, ყაზახეთი, ინდოეთი, საბერძნეთი, ჩეხეთი, გაერთიანებული საამიროები, თურქეთი და სხვა.

ფორუმის მთავარი მიზანია საქმიან ქალთა ბიზნესის გაძლიერება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე