ლარი გამყარდა

საქართველო, თბილისი - 16:55 | 12.09.2017
ნანახია: 1369

12 სექტემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.4589 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც

დღეს მოქმედებდა, 2.4616 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთანმიმართებაში 0.27 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.9359 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9569 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 2.10 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.7164 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 3.2649 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 13 სექტემბერიდან  შევა ძალაში.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე