ლარი გამყარდა

საქართველო, თბილისი - 16:58 | 11.09.2017
ნანახია: 1726

11 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.4616 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4618 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.02 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.9569 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9702 ლარს შეადგენდა.

შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.33 თეთრი შეადგინა.

გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.7242 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 3.2530 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 12 სექტემბრიდან  შევა ძალაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე