რიკოთის გვირაბში ღამის საათებში მოძრაობა შეიზღუდება

საქართველო, თბილისი - 18:37 | 21.09.2015
ნანახია: 2211

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143–ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში გაწმენდითი და ელექტრო–მექანიკური სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 22 სექტემბერს ღამის 01:00 სთ–დან დილის 07:00 სთ–მდე გვირაბში იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა,  სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება რიკოთის საავტომობილი გვირაბის შემოსავლელი  გზის გავლით.

დროის ამ პერიოდში, რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე 2 სხვადასხვა ადგილას უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე  მექანიზმების მორიგეობა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე