რუსეთის ქალაქ სიზრანში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

საქართველო, თბილისი - 11:12 | 21.05.2026
ნანახია: 45

რუსეთში, სამარას ოლქის ქალაქ სიზრანში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა. 

რეგიონის გუბერნატორ, ვიაჩესლავ ფედორიშჩევის თქმით, დაახლოებით ღამის 4 საათზე რეგიონში ამოქმედდა „დრონების საფრთხის“ რეჟიმი, ხოლო 40 წუთის შემდეგ გამოცხადდა „ხალიჩის“ რეჟიმი, რომელიც ფრენებისთვის საჰაერო სივრცის დახურვას ითვალისწინებს.

Telegram-არხი Astra ადგილობრივ მცხოვრებლებზე დაყრდნობით იუწყება, რომ სიზრანში ძლიერი ხანძარი მძვინვარებს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე