ევროკავშირმა სირიის გამო შესაძლოა რუსეთს სანქციები დაუწესოს

საქართველო, თბილისი - 13:37 | 09.10.2015
ნანახია: 1984

ევროკავშირი სირიაში რუსეთის ქმედებების გამო მის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა განუცხადა.

მისი თქმით, მოვლენების ასეთი განვითარება შესაძლებელია, თუ დადასტურდება, რომ სირიაში რუსეთის ქმედებები ტერორიზმთან ბრძოლის ამოცანებს არ პასუხობს და თუ დამტკიცდება, რომ რუსეთის ავიადარტყმები ”ისლამური სახელმწიფოს” ძალების წინააღმდეგ არ არის მიმართული.

სირიაში სამხედრო ოპერაცია 30 სექტემბერს დაიწყო. რუსეთმა ავიაციასთან ერთად სამიზნეების გასანადგურებლად სამხედრო ხომალდებიც ჩართო, რომლებიც ისლამისტების წინააღმდეგ იერიშს კასპიის ზღვიდან ახორციელებენ. თუმცა დასავლეთის მტკიცებით, მოსკოვი სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის ოპოზიციას ბომბავს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე