მასწავლებლები წლის ბოლომდე გამოცდას ჩააბარებენ

საქართველო, თბილისი - 15:32 | 21.09.2015
ნანახია: 2416

მთავრობის გადაწყვეტილებით, „მასწავლებლის შეფასების წესში” განხორციელდა ცვლილება, რომლის მიხედვით, პრაქტიკოსი მასწავლებლები წლის ბოლომდე გამოცდას ჩააბარებენ.

”შეფასების წესის” ახალ ვარიანტში განმარტებულია, რომ საგნის გამოცდა ტარდება წლის განმავლობაში ორჯერ, საგნის გამოცდის ჩატარების წესის საფუძველზე განსაზღვრულ თარიღებში. თუმცა, 2015 წელს საგნის გამოცდა ჩატარდება ერთხელ. გარდა მუსიკისა და სპორტის (ფიზიკური აღზრდის) მასწავლებლებისთვის, ასევე არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სექტორის მასწავლებლებისთვის. 2016 წლიდან კი მასწავლებლები გამოცდას წლის განმავლობაში ორჯერ ჩააბარებენ.

მუსიკისა და სპორტის (ფიზიკური აღზრდის) მასწავლებლებისათვის, ასევე არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სექტორის მასწავლებლებისათვის (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მასწავლებლებისა) საგნის გამოცდა ჩატარდება 2016 წელს, საგნის გამოცდის ჩატარების წესის საფუძველზე განსაზღვრულ თარიღში/თარიღებში.

საგნის გამოცდის ჩატარების წესი მტკიცდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე