TNT -მ საქათველოში საზგაო სერვისის მიწოდება დაიწყო
საქართველო, თბილისი - 16:06 | 01.10.2015 ნანახია: 3527
TNT საქართველოსთან გეგმიური საგზაო კავშირის დამყარება დაიწყო. TNT ექსპრეს მიწოდების სერვისის პირველი პროვაიდერია კავკასიაში, რომელიც მომხმარებლებს ეკონომიურ სერვისს შესთავაზებს საქართველოდან და საქართველოში როგორც საჰაერო ექსპრეს სერვისის ალტერნატივას. მაგისტრალი საქართველოს დედაქალაქს, თბილისს TNT-ს ევროპულ საგზაო ქსელთან European Road Network (ERN) დააკავშირებს თურქეთის, კერძოდ სტამბულის მეშვეობით. სტამბულიდან TNT კავკასიის გამანაწილებელ პუნქტს საკუთარ ERN არხებით 40-ზე მეტ ევროპულ ქვეყანასთან დააკავშირებს. ამ სერვისის მეშვეობით მომხმარებლები კონკურენტუნარიან ტარიფებს და ტრანზიტის დროს მიიღებენ.
TNT ექსპრეს გადაზიდვის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა მსოფლიოში, რომელიც ყოველდღიურად ერთი მილიონი ამანათის, დოკუმენტის და სხვადასხვა ტიპის გზავნილების მიწოდებას უზრუნველყოფს. საგზაო და საჰაერო გადაზიდვების ქსელით კომპანია ოპერირებს ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში, აფრიკაში, აზია-წყნაროკეანურ ზონაში და ამერიკაში. 2014 წელს TNT-ს შემოსავალმა 6,7 მილიარდი ევრო შეადგინა.
დღესდღეობით TNT გლობალური კომპანიაა, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ქვეყანაში ოპერირებს. თუმცა, მისი ისტორია 1940-იან წლებში, ავსტრალიაში საკმაოდ მოკრძალებულად დაიწყო, როცა კენ ტომასმა თავსი კუთვნილი ავტომობილებით რეისების შესრულება გადაწყვიტა.
მოგვიანებით, 1950 -იან წლებში ბიზნესმა წარმატებას მიაღწია და კლიენტებს საგზაო და სარკინიგზო გადაზიდვები შესთავაზა მთელი ავსტრალიის ტერიტორიაზე. 1958 წლიდან კომპანია ცნობილი გახდა, როგორც “ტომას ნაციონალური ტრანსპოტი” -Thomas Nationwide Transport , შემოკლებით TNT , ხოლო 1961 წელს TNT იმდენად წარმატებული კომპანია გახდა, რომ სიდნეის საფონდო ბირჟის ლისტინგში მოხვდა.
1996 წლიდან TNT-მ საქართველოში დაიწყო ოპერირება. დღეს, TNT საქართველო თავის კლიენტებს საფოსტო გზავნილების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, ასევე მსოფლიოს ყველა წერტილში.
პოლიტიკა
- EU-ის წერილი ალიანსს: საქართველოს მთავრობამ უნდა შეცვალოს მოქმედების კურსი
- ამ ადამიანს აუხსნას ვინმემ, რომ საქართველო არ აპირებს, დაადგეს არც უკრაინის და არც მოლდოვის მიერ არჩეულ ევროკავშირისკენ მიმავალ გზას - შალვა პაპუაშვილი პეტერ ფიშერზე
- გამოსავალი მარტივია, უნდა გავაგრძელოთ თვითორგანიზება, საერთაშორისო ველზე, ქუჩაში წინააღმდეგობის გაწევა და ამ თვითორგანიზებით შევძლოთ ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორება - ირაკლი კუპრაძე
- ჩვენ რაღაცნაირად შეგვიყვანეს პოლარიზაციისა და სიძულვილის ჩაკეტილ წრეში, თესავდნენ ჩვენს საზოგადოებაში შეგნებულად სიძულვილს და იგივე ხდება პოლიტიკურ სივრცეშიც - ირაკლი კობახიძე
საზოგადოება
- დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის 1 მილიონი ლარი შეგროვდა
- "პსპ ფარმა" თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
- PSP კორეული ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
- 17 მაისს შიო მესამე სამებაში პირველ სადღესასწაულო წირვას აღავლენს
მსოფლიო
- ფრიდრიხ მერცი, ევროკავშირში სრულ წევრობამდე, უკრაინისთვის სპეციალური სტატუსის მინიჭების ინიციატივით გამოდის
- რუსეთის ქალაქ სიზრანში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა
- რუსეთი ნავთობის სექტორში რეალური დანაკარგების დამალვას ცდილობს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- სი ძინპინი შემოდგომაზე ვიზიტით აშშ-ში ჩავა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
- RECSOL – „თეგეტას“ პროექტი, რომელიც საქართველოში ნარჩენების მართვის სისტემას ცვლის
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















