ირაკლი კობახიძე - ჯო უილსონი არის არასერიოზული კაცი, არავინ აღიქვამს მას სერიოზულად არც საკუთარ ქვეყანაში, მასზე დროს საერთოდ არ დავხარჯავდი

საქართველო, თბილისი - 12:13 | 09.06.2026
ნანახია: 65

ჯო უილსონი არის სრულიად არასერიოზული კაცი ყველა თვალსაზრისით და მგონი, არავინ აღიქვამს მას სერიოზულად არც საკუთარ ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. 

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, პრეზიდენტი ტრამპი მაქსიმალურად ცდილობს, გააღრმაოს ურთიერთობები ჩინეთთან.

„ჯო უილსონი წარმოადგენს პრეზიდენტის პარტიას, რესპუბლიკურ პარტიას. იცით, რომ პრეზიდენტი ტრამპი მაქსიმალურად ცდილობს, გააღრმაოს როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური კავშირები ჩინეთთან. მას ცოტა ხნის წინ ჰქონდა ვიზიტი ჩინეთში, მეგობარს უწოდებს ჩინეთის პრეზიდენტს, ამ ფონზე როდესაც გამოდის ვიღაც ჯო უილსონი და საუბრობს იმაზე, რომ ჩინეთს აქვს ნეგატიური გავლენა სამხრეთ კავკასიის რეგიონზე, სრულიად არასერიოზულია და რაიმე განსაკუთრებულ კომენტარს არ იმსახურებს“, - განახცადა პრემიერ-მინისტრმა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე