Premium Machinery Armenia ქართულ-სომხური ბიზნესასოციაციის პრეზენტაციაზე
საქართველო, თბილისი - 11:22 | 24.04.2026 ნანახია: 2177
ბიზნეს და ეკონომიკური კავშირების გაღრმავება, ახალი სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობები და გამოცდილების გაზიარება - ერევანში საქართველო-სომხეთის ბიზნესასოციაცია (GABA) დაფუძნდა. ღონისძიების ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ Premium Machinery Armenia (PMA)-მ. კომპანიის დირექტორმა, გრიგოლ ბაიბურთმა საზოგადოებას რეგიონული გაფართოების მიმართულებით უცხოურ ბაზარზე „თეგეტა ჰოლდინგის“ გამოცდილება გაუზიარა, სომხეთის ბაზარზე კომპანიის მიერ განვლილი გზა გააცნო და მიღწეულ შედეგებსა და ორ ქვეყანას შორის სანდო პარტნიორული ურთიერთობების შესაძლებლობებზე ისაუბრა.

გრიგოლ ბაიბურთი, Premium Machinery Armenia-ს დირექტორი: „2019 წლიდან „თეგეტა ჰოლდინგი“ წარმატებით ოპერირებს სომხეთში. ჩვენი გამოცდილება აჩვენებს, რომ სანდო პარტნიორობა იწყება არა მხოლოდ ბიზნესით, არამედ კომპანიის სტანდარტების ექსპორტით. ჩვენ ახალ ბაზარზე არ შევდივართ მხოლოდ პროდუქტით, ჩვენ გადაგვაქვს სრული გამოცდილება, მაღალი ხარისხი და ის ღირებულებები, რომლებმაც საქართველოში მომხმარებლის გამოცდილება გარდაქმნა.
კრიტიკულად მნიშვნელოვანია ადგილობრივი ბაზრის, კულტურისა და მომხმარებლის საჭიროებების სიღრმისეული გააზრება. ამიტომ ვქმნით ძლიერ ადგილობრივ გუნდს, რომელიც აერთიანებს საერთაშორისო ექსპერტიზასა და ლოკალურ ცოდნას. კადრების მობილობა და ცოდნის გაზიარება გვეხმარება რეგიონულ ზრდაში - ქართველი და სომეხი პროფესიონალების ერთობლივი მუშაობა ქმნის ეკოსისტემას, სადაც საუკეთესო პრაქტიკები ერთიანდება“.
Premium Machinery Armenia სომხეთში 2019 წლიდან წარმატებით ოპერირებს და ამ პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვანი ზრდა აჩვენა. კომპანია ბაზარს სატვირთო, სამშენებლო და სპეციალურ ტექნიკას აწვდის და ექსკლუზიურად წარმოადგენს მსოფლიოს წამყვან ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: JCB, Renault Trucks, Sitruk, Fendt, Valtra, Zetor, Goldoni, Shell, Mobil და სხვა.
PMA თავადაც ზრუნავს ორ ქვეყანას შორის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებაზე და სწორედ ამ მიზნით სამომავლოდ სომხეთიდან საქართველოში მსხვილი ბიზნესმენების ჩამოყვანასა და „თეგეტაში“ ინფოტურის ორგანიზებას გეგმავს ორ ქვეყანას შორის ბიზნესურთიერთობების კიდევ უფრო გასაღრმავებლად.
„ვფიქრობთ, სომხეთი სანდო და განვითარებადი ბაზარია. იმ კომპანიებს, რომლებიც ორ ქვეყანას შორის გაფართოებას გეგმავენ, ვურჩევდი, ჯერ კარგად შეისწავლონ ბაზარი და მისი სპეციფიკა, შექმნან ძლიერი ადგილობრივი გუნდი, შეინარჩუნონ მაღალი სტანდარტები ყველა ბაზარზე და იმუშაონ გრძელვადიანი ხედვით. მხოლოდ ასე იქმნება ნდობა და მდგრადი პარტნიორობა რეგიონში“, - აღნიშნა გრიგოლ ბაიბურთმა.
ქართულ-სომხური ბიზნესასოციაციის მიერ გამართულ ღონისძიებაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას. განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ საქართველოსა და სომხეთის ეკონომიკური პარტნიორობა სტაბილურობისა და რეგიონული განვითარების საფუძველია, ქვეყნებს შორის კი ამ მიმართულებით თანამშრომლობის მნიშვნელოვანი შესაძლებლობები არსებობს.
პოლიტიკა
- ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ აშშ-სთან პოლიტიკური დიალოგი გავაგრძელოთ და იმავეს მოველით აშშ-ს მხრიდან - მაკა ბოჭორიშვილი
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
სამართალი
- თბილისის საკრებულოსთან თორნიკე თოშხუა დააკავეს
- გორში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
- გიორგი ჭიღლაძეს 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ის დარბაზიდან გათავისუფლდა
- ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა
- ძალიან ფრთხილად და გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ - დონალდ ტრამპი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის შესაძლო გადაცემაზე
- კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან - ვოლოდიმირ ზელენსკი
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















