Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
საქართველო, თბილისი - 14:46 | 14.04.2026 ნანახია: 1323
Zeekr-მა ახალი დამუხტვადი ჰიბრიდი, 8X წარადგინა. ლუქს კლასის SUV 2.0-ლიტრიან ტურბო ძრავასა და სამ ელექტრო მოტორს აერთიანებს, რაც ჯამში 1 030 კვტ სიმძლავრეს აღწევს. ავტომობილის აგრესიული დიზაინი და ულტრათანამედროვე შესაძლებლობები Zeekr 8X-ს ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ მოდელად აქცევს. ახალი მოდელის გლობალური პრეზენტაციის შემდეგ, სამოდელო ხაზს გააფართოებს „ზიკერ ცენტრი თეგეტაც“ - 8X საქართველოს ბაზარზე ზაფხულის სეზონიდან იქნება ხელმისაწვდომი.

გიორგი შაქარაშვილი, „ზიკერ ცენტრი თეგეტას“ კომერციული დირექტორი: „ახალი მოდელი განსაკუთრებით საინტერესო იქნება იმ მომხმარებლებისთვის, რომლებსაც უყვართ დიდი, კომფორტული, მაღალი ტექნოლოგიური და ამავდროულად ეკონომიური და ძლიერი ჰიბრიდული ავტომობილები. გამომდინარე იქიდან, რომ მისი წინამორბედის, Zeekr 9X-ის წარდგენამ როგორც გლობალურად, ისე საქართველოში, ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია მომხმარებლებში, Zeekr-მა გადაწყვიტა, მათთვის ოდნავ უფრო კომპაქტური, თუმცა მაინც შთამბეჭდავი ზომის ლუქს კლასის SUV - Zeekr 8X შეგვეთავაზებინა.
ეს არის კიდევ უფრო დინამიკური, სწრაფი და მანევრირებადი ავტომობილი. 8X იდეალური არჩევანია იმ მომხმარებლებისთვის, რომლებისთვისაც 9X ზომით ოდნავ დიდი აღმოჩნდა.
ეს არის დამუხტვადი ჰიბრიდი (PHEV), რომელიც გამოიმუშავებს 900-დან 1400 ცხენის ძალამდე სიმძლავრეს. ავტომობილი გამოირჩევა მაღალი დინამიკითა და Zeekr-ის უახლესი ტექნოლოგიებით. ერთი დამუხტვით, მხოლოდ ელექტრო რეჟიმში, ამ მოდელს 400 კილომეტრამდე მანძილის გავლა შეუძლია“.
ახალი 8X უფრო მცირე ზომისაა და სპორტული დიზაინით გამოირჩევა, თუმცა, 9X-სა და 009-ს მსგავსად, მასაც აქვს ტრადიციული ქრომირებული სტილის ცხაურა. Dawn ვერსიაში კი შავი ცხაურა გვხვდება, რაც მანქანას უფრო აგრესიულ და მონოქრომატულ იერს სძენს.
ზომების მიხედვით 8X საკმაოდ მასშტაბურია:
- სიგრძე: 5 100 მმ
- სიგანე: 1 998 მმ
- სიმაღლე: 1 780 მმ
- საბურავებს შორის დაშორება: 3 069 მმ
ზომით ის უფრო ახლოს არის ფლაგმანურ 9X-თან, ვიდრე 7X-თან.
შედარებისთვის:
- 7X: 4787 / 1930 / 1780 მმ
- 9X PHEV: 5239 / 2029 / 1819 მმ
ტექნიკურად, 8X აღჭურვილია 2.0-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ბენზინის ტურბო ძრავით, რომელიც 205 კილოვატს გამოიმუშავებს. სისტემა შეიძლება კომბინირდეს სამამდე ელექტროძრავასთან და 55.1 ან 70-კილოვატსაათიან ბატარეასთან.
Dawn ვერსიაში, სამი ელექტროძრავის დახმარებით, ჯამური სიმძლავრე 1 030 კილოვატს აღწევს, ხოლო 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას მხოლოდ 2.96 წამი სჭირდება. ორ ელექტროძრავიან ვერსიაში კი სიმძლავრე 660 კილოვატამდეა და აჩქარება 3.7 წამს შეადგენს.
70-კილოვატსაათიანი ბატარეით, CLTC ციკლით საერთო სავალი მანძილი 1 416 კმ-მდე აღწევს, ხოლო Dawn ვერსიაში - 1 210 კმ-მდე. მხოლოდ ელექტრო რეჟიმში ავტომობილი დაახლოებით 410 კმ-ს გადის.
900-ვოლტიანი სისტემა კი 6C ულტრასწრაფ DC დამუხტვას უზრუნველყოფს. Zeekr განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს პრაქტიკულობას - 8X-ს სალონში 50-მდე სხვადასხვა სათავსო აქვს.

8X-ის ტექნიკური მახასიათებლები:
- ადაპტიურ დაკიდების სისტემას
- Dawn ვერსიაში Brembo-ს ექვსპისტონიან წინა მუხრუჭებს
- Pirelli-ს საბურავებს
ინტერიერში წარმოდგენილია თანამედროვე და მაღალი ტექნოლოგიები:
- 16-დუიმიანი 3.5K OLED ცენტრალური ეკრანი
- 13.02-დუიმიანი ციფრული ინსტრუმენტების პანელი
- 44-დუიმიანი Augmented Reality Head-up Display
ლუქს ფუნქციებს შორისაა:
- 29-სპიკერიანი Naim Palace აუდიოსისტემა
- 17-დუიმიანი ჭერზე დამონტაჟებული OLED ეკრანი უკანა მგზავრებისთვის
- 9.5-ლიტრიანი მაცივარი, რომელიც გათბობასაც უზრუნველყოფს 50°C-მდე
- გათბობის, ვენტილაციისა და მასაჟის ფუნქციების მქონე Nappa ტყავის სავარძლები
Zeekr-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში „ზიკერ ცენტრი თეგეტაა“, სადაც, სხვა მოდელებთან ერთად, უკვე წარმოდგენილია ორი Plug-in ჰიბრიდული ავტომობილი - 9X და 007 GT. ახალი მოდელის წარდგენის შემდეგ, მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ ბრენდის შოურუმს ეწვიონ (დავით აღმაშენებლის ხეივანი 137), ტესტ-დრაივი დაჯავშნონ და 8X-ის შესაძლებლობებს პირადად გაეცნონ.
--
„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ ქართულ ბაზარზე 2024 წლიდან ოპერირებს. ის ავტოინდუსტრიის გიგანტის Geely Holding-ის ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური საავტომობილო ბრენდის Zeekr-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. Zeekr არის სრულად ელექტრული პრემიუმ ბრენდი, რომელიც ხელს უწყობს ელექტრომიმართულების განვითარებას საავტომობილო სფეროში და დაფუძნებულია ნულოვანი გამონაბოლქვის იდეაზე.
პოლიტიკა
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
- პაპუაშვილი ერთი ზვიგენიანი მილიარდერის მონაა და იძულებულია ყოველ მეორე დღეს დებილობები ილაპარაკოს - ზურაბ ჯაფარიძე
მსოფლიო
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
- 10-ჯერ მეტი MR ქულა მაისში - „თეგეტა მოტორსში“ AmEx ბარათით გადახდა უკვე შესაძლებელია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
















