კანონიკური სამართალი ასაკით კი არ ზღუდავს, ზღუდავს უნარით - მეუფე ზენონი

საქართველო, თბილისი - 16:45 | 01.04.2026
ნანახია: 23

კანონიკური სამართალი ასაკით კი არ ზღუდავს, ზღუდავს უნარით, - ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპისკოპოსმა ზენონ იარაჯული "TV პირველთან" სატელეფონო საუბარში განაცხადა.

"ასაკი -  სრულიადაც არ შეესაბამება ეს მუხლი კანონიკურ სამართალს. კანონიკური სამართალი ასაკით კი არ ზღუდავს, ზღუდავს უნარით.

განათლებას რაც შეეხება, როდესაც მსოფლიო კრებები იმართებოდა, ღვთისმეტყველები, დოქტორები და პროფესორები მაშინ არ არსებობდა. ვიცით იოანე ღვთისმეტყველი, ვიცით გრიგოლი ღვთისმეტყველი და ა.შ. ანუ ესეც პირობითია. ეს არ წარმოადგენს იმპერატიულ კატეგორიას, რადგან იმ კანდიდატს შეიძლება ჰქონდეს სულიერი ცხოვრების გამოცდილება.

აქედან გამომდინარე, ეს არ წარმოადგენს რაიმე ისეთ აბსოლუტურ საზომ ერთეულს, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ეს არის კატეგორიული და იმპერატიული," - განაცხადა მეუფე ზენონმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე