დამოუკიდებლობის აღდგენის 35-წლიანი გზა გამოდგა ეკლიანი, ეს გზა დასრულებული არ არის, აღსადგენია ტერიტორიული მთლიანობა, გასაძლიერებელია სუვერენიტეტი, ასაგებია ახალი ურთიერთოებები - შალვა პაპუაშვილი
საქართველო, თბილისი - 10:38 | 31.03.2026 ნანახია: 786
ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის 35-წლიანი გზა გამოდგა ეკლიანი, დანაღმული, ვიწრო და მრავალი ტრაგიკული დღით აღსავსე. სახელმწიფოებრიობის წყვეტამ, იმპერიის ნგრევამ, ეკონომიკურმა კოლაფსმა, ადამიანურმა ამპარტავნებამ, შიდა გაუტანლობამ და ბევრმა სხვა მძიმე ფაქტორმა ამ გზაზე თავისი კვალი დატოვა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ყველაფრის მიუხედავად, საქართველო გადარჩა.
„დღეს 31 მარტია. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღე. დღე, როდესაც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარებულმა საყოველთაო სახალხო გამოკითხვამ ერთხმად უპასუხა ისტორიულ კითხვას, გვსურდა თუ არა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა.
ამ კითხვაზე საქართველოს ყველა კუთხემ, საქართველოს ყველა შვილმა ერთხმად თქვა – დიახ!
31 მარტი ასევე არის საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე. ადამიანის, რომელმაც რეფერენდუმიდან სულ რამდენიმე დღეში, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს პარლამენტის, დღეს უკვე მისი სახელობის დარბაზში გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა და თავისი სახელი სამუდამოდ დაუკავშირა ქართული სახელმწიფოს ხელახალ დაბადებას.
ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის 35-წლიანი გზა გამოდგა ეკლიანი, დანაღმული, ვიწრო და მრავალი ტრაგიკული დღით აღსავსე. სახელმწიფოებრიობის წყვეტამ, იმპერიის ნგრევამ, ეკონომიკურმა კოლაფსმა, ადამიანურმა ამპარტავნებამ, შიდა გაუტანლობამ და ბევრმა სხვა მძიმე ფაქტორმა ამ გზაზე თავისი კვალი დატოვა, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ გადავრჩით. საქართველო გადარჩა.
ჩვენ არამხოლოდ გადავრჩით, ჩვენ შევინარჩუნეთ ჩვენი თვითმყოფადობა, დავიცავით ჩვენი დამოუკიდებლობა, ჩვენი სუვერენიტეტი და ჩვენი თავისუფლება. დავიცავით არა იმპერიების მხარეს დგომით, არამედ საკუთარი ქვეყნის მხარეს ყოფნით. დავიცავით არა ახალი პატრონის ძიებით, არამედ დამოუკიდებლობის მძიმე ტვირთის ზიდვით, საკუთარ სარკეში ჩახედვით და თვალის გასწორებით იმ კითხვასთან, თუ ვინ ვართ, რანი ვიყავით და ვინ ვიქნებით“, – წერს პაპუაშვილი.
მისივე თქმით, ეს გზა დასრულებული არ არის, წინ კვლავ უდიდესი საქმე გველოდება.
„აღსადგენია ტერიტორიული მთლიანობა, გასაძლიერებელია სუვერენიტეტი, სრულიად შეცვლილ გეოპოლიტიკურ სამყაროში ასაგებია ახალი ურთიერთოებები, საზრუნავია დემოგრაფიაზე, გასაზრდელია ეკონომიკა, გვჭირდება დაუღალავი შრომა, სიმტკიცე და სახელმწიფოებრივი სიბრძნე. მაგრამ ყველაზედ მეტად, დღესაც და ყოველთვის, გვჭირდება ერთიანობა, გვჭირდება ერთსულოვნება, გვჭირდება მკაფიო გაცნობიერება იმისა, თუ რა არის ჩვენი ერის სასიცოცხლო ეროვნული ინტერესები, რომელიც ყველამ ერთად და განუხრელად უნდა დავიცვათ.
საქართველოს ეროვნული ინტერესების უპირველესობაზე დღესაც გვჭირდება ისეთივე ერთობა, როგორც 35 წლის წინ, 31 მარტს გვქონდა, რადგან კითხვა, რომელიც მაშინ დაისვა, სინამდვილეში, დღემდე ძალაშია. ის მუდმივად დგას ჩვენი ერის წინაშე. მუდმივად არის არჩევანი. და მუდამ მოიძებნებიან ძალები, რომლებიც ამ არჩევანის გადახედვას ეცდებიან.
გვსურს თუ არა რომ შენარჩუნდეს საქართველოს დამოუკიდებლობა, სუვერენობა, თავისუფლება და ერთიანობა? სწორედ ეს იყო ეროვნული მოძრაობის სულისკვეთება, რომელსაც ჩვენ, ჩვენმა მამებმა და ყველა თაობამ ერთხმად დავუჭირეთ მხარი. ჩვენ ვინარჩუნებთ ამ სულისკვეთებას და არ მივცემთ არცერთ მაცთურსა და ავისმოსურნეს ჩვენი ისტორიული არჩევანის რევიზიის საშუალებას, რადგანაც დამოუკიდებლობის რეფერენდუმის კითხვაზე ჩვენი პასუხია – დიახ!“, – წერს პაპუაშვილი.
პოლიტიკა
- ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ აშშ-სთან პოლიტიკური დიალოგი გავაგრძელოთ და იმავეს მოველით აშშ-ს მხრიდან - მაკა ბოჭორიშვილი
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
სამართალი
- თბილისის საკრებულოსთან თორნიკე თოშხუა დააკავეს
- გორში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
- გიორგი ჭიღლაძეს 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ის დარბაზიდან გათავისუფლდა
- ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა
- ძალიან ფრთხილად და გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ - დონალდ ტრამპი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის შესაძლო გადაცემაზე
- კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან - ვოლოდიმირ ზელენსკი
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















