ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში იქნება დასვენებული

საქართველო, თბილისი - 01:35 | 18.03.2026
ნანახია: 43

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში იქნება დასვენებული, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა, ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

ჯაღმაიძის თქმით, სწორედ სამების ტაძარში გაიმართება პატრიარქის პანაშვიდები.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში 17 მარტს გარდაიცვალა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე