„ქართული ოცნების“ მთავრობა, ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით, სწორი მიმართულებით არ მიდის - კაია კალასი

საქართველო, თბილისი - 16:24 | 05.03.2026
ნანახია: 75

ამ კანონების მიღება უკიდურესად სამწუხაროა, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა „ევროსკოპს“ განუცხადა, მან უპასუხა შეკითხვას გუშინ, საქართველოს პარლამენტის მიერ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის დამტკიცების შესახებ, რომელიც გრანტებთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებას ითვალისწინებს.

„ამ კანონების მიღება უკიდურესად სამწუხაროა, და აჩვენებს, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა, ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით, სწორი მიმართულებით არ მიდის“, - აღნიშნა კალასმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე