„თეგეტა მოტორსში“ Michelin-ის საბურავების შეძენისას მომხმარებლები საბურავების სასტუმროს უფასო მომსახურებით ისარგებლებენ
საქართველო, თბილისი - 16:41 | 02.03.2026 ნანახია: 37
„თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს უნიკალური შეთავაზება მოუმზადა - Michelin-ის საბურავების შეძენისას მსურველები არასეზონური პროდუქტის უფასოდ შენახვას „თეგეტა მოტორსის“ საბურავების სასტუმროში შეძლებენ. შეთავაზება, რომელიც მომხმარებლისთვის კომფორტულ მომსახურებას ისახავს მიზნად 1 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. Michelin ჯგუფის 4 ნებისმიერი საბურავის (მათ შორის Michelin და BFGoodrich ბრენდების) შეძენისას მომხმარებლები საბურავების სასტუმროში 6-თვიან უფასო მომსახურებას მიიღებენ. შეთავაზების მიზანი საქართველოში საბურავების სწორი მოვლისა და შენახვის კულტურის დანერგვის ხელშეწყობაა.
დავით ჩხაიძე, „თეგეტა მოტორსის“ საბურავების მიმართულების ხელმძღვანელი: „ჩვენი ინიციატივა პრემიუმ ბრენდის მომხმარებლებისთვის დამატებითი კომფორტის შექმნას ემსახურება. უსაფრთხო მგზავრობისთვის აუცილებელია, რომ ავტომფლობელებმა საბურავები სეზონურად შეცვალონ, არასეზონური საბურავების სწორად შენახვა კი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ეს შეთავაზება ხელს უწყობს მომხმარებლებს, თავიდან აიცილონ საბურავების დაზიანება მათი ავტოფარეხში ან სხვა ადგილას შენახვის პირობებში.
საბურავების სწორი შენახვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია: მუდმივი ტემპერატურა, ტენიანობის კონტროლი, მზისგან დაცვა და უსაფრთხო საწყობი უზრუნველყოფს, რომ საბურავების სიცოცხლისუნარიანობა წარმოების თარიღიდან 5-7 წლის განმავლობაში შენარჩუნდეს. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ბრენდის სწორად შერჩევაც - როდესაც მომხმარებელი არჩევანს პრემიუმ ბრენდზე აკეთებს, ის გრძელვადიან ეკონომიურობას უზრუნველყოფს, რადგან ასეთი საბურავი მდგრადობასა და სტაბილურობას წლების განმავლობაში გამოყენების შემთხვევაშიც ინარჩუნებს“.

Michelin გლობალურად აღიარებულია როგორც პრემიუმ ბრენდი. 1889 წელს საფრანგეთში დაარსებულმა კომპანიამ რადიალური საბურავების ტექნოლოგიის დანერგვით, რომელიც უმაღლეს უსაფრთხოებას, კომფორტსა და გრძელვადიან ეფექტიანობას უზრუნველყოფს, ავტოინდუსტრიაში ერთგვარი რევოლუცია მოახდინა. Michelin გამოირჩევა სტაბილურობით, მოკლე სამუხრუჭე მანძილით, გამძლეობით, საწვავის მოხმარების ეკონომიურობითა და მაღალი ხარისხით. გასულ წელს, საერთაშორისო რეიტინგების მიხედვით (Tire Business და Brand Finance), Michelin საბურავების ტოპ 5 ბრენდს შორის დასახელდა, რაც გაყიდვების მოცულობისა და ინდუსტრიული სტანდარტების მიმართულებით მის ლიდერობას ადასტურებს. საქართველოში Michelin-ის ოფიციალური წარმომადგენელი „თეგეტა მოტორსია“, რომელიც მომხმარებელს ფრანგული ბრენდის სრულ ასორტიმენტს სთავაზობს. პროდუქციას თან ახლავს უსასრულო გარანტია, რომელიც საბურავის პროტექტორის ცვეთის დონეს ეფუძნება, ეს კი დამატებით უსვამს ხაზს ბრენდის სანდოობასა და ხარისხზე მუდმივ ზრუნვას.
ავტომობილისთვის ყველაზე ოპტიმალური საბურავების შერჩევა პროფესიონალი ტექნიკოსების დახმარებით შესაძლებელია „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში, ასევე ცხელი ხაზის საშუალებით, ნომერზე: 032 2 264444 დარეკვით. Michelin-ის საბურავები ხელმისაწვდომია ონლაინ tegetashop.ge-ზეც.
რაც შეეხება საბურავების სასტუმროს, საქართველოში მსგავსი სერვისი პრაქტიკულად უნიკალურია. საბურავების არასწორი შენახვა იწვევს რეზინის გამოშრობას, სამუხრუჭე მანძილის გაზრდას და მოჭიდების შემცირებას, რაც ავტოსაგზაო შემთხვევების რისკს ზრდის. საბურავების სასტუმრო კი „თეგეტა მოტორსის“ სპეციალიზებული საწყობია, სადაც უზრუნველყოფილია პროფესიონალური შენახვის პირობები. შესაბამისად, საბურავები უსაფრთხოდ, ყოველგვარი დაზიანების გარეშე ინახება. „თეგეტა მოტორსი“ მომხმარებელს ამ სერვისს მთელი ქვეყნის მასშტაბით სთავაზობს: მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად საბურავები თბილისში, კომპანიის ცენტრალურ და ვაკის ფილიალებში ინახება, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, საბურავები ნებისმიერ რეგიონულ ფილიალში მიიტანონ, საიდანაც ისინი დაცულ ტერიტორიაზე გაიგზავნება.
„თეგეტა მოტორსის“ შეთავაზება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კომპანია ზრუნავს მომხმარებლების უსაფრთხოებასა და კომფორტზე და საბურავების მოვლის მიმართულებით ახალ სტანდარტებს აყალიბებს.
--
„თეგეტა მოტორსის“ შესახებ: „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ არაერთი პრემიუმ ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
პოლიტიკა
- მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი - ნინო წილოსანი
- სამძიმარს ვუცხადებთ ირანელ ხალხს და ირანის რესპუბლიკას, სადაც ყველაზე მეტი ადამიანის, მათ შორის უმაღლესი ლიდერის, მრავალი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, სამძიმარს ვუცხადებთ ჩვენს მეგობარ ებრაელ ხალხს - მთავრობა
- ღირებულებითი თანხვედრის ფონზე, ალოგიკურია და კითხვის ნიშანს ბადებს აშშ-ის დისტანცირებული პოზიცია - ირაკლი კობახიძე
- ვერავინ საქართველოში მართალ სიტყვას ვერ ჩაახშობს, რადგან როგორც წყალი აუცილებლად იპოვის კალაპოტს, ისე სიმართლეც ყოველთვის იპოვის თავის გზას - ირაკლი კობახიძე
საზოგადოება
- 2026-2027 სასწავლო წლისთვის, სახელმწიფო უნივერსიტეტებში მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა გაიზარდა
- მეც ვტოვებ ვასო აბაშიძის სახელობის თეატრს, არასწორ და რთულ სფეროს ებრძვით, „მეგობრებო“, ხელოვანები იყვნენ და არიან ხელისუფლებაში მყოფებისთვის ყველაზე სახიფათო ადამიანები და ასე იქნება ყოველთვის - ანდრო ჭიჭინაძე
- „თეგეტა მოტორსი“ 15 წლის ქართველი მრბოლელის, მათე კობახიძის 2026 წლის სარბოლო სეზონის მხარდამჭერია
- საქართველოში 21-22 თებერვალს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 23 თებერვალს კი იწვიმებს
სამართალი
- თბილისში, პირმა საცხოვრებელ სახლში უმისამართოდ რამდენჯერმე გაისროლა, რა დროსაც დედამისი დაიჭრა - ბრალდებული დაკავებულია
- ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
- სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, ლენტეხის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი გია ონიანი, ასევე, არქიტექტურის და ზედამხედველობის სამსახურების ხელმძღვანელები დააკავეს
- თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი გამოძიების განახლების მოთხოვნით პროკურატურას მიმართავს
მსოფლიო
- ის, რაც ირანში ხდება, ვფიქრობ, კარგი სიგნალია პუტინისთვის, რათა დაინახოს, როგორ სრულდება დიქტატურა - ვოლოდიმირ ზელენსკი
- არ არსებობს არანაირი ნიშანი იმისა, რომ ირანში რომელიმე ბირთვული ობიექტი დაზიანდა ან დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა - რაფაელ გროსი
- ქუვეითის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 3 ამერიკული ავიაგამანადგურებელი შეცდომით ჩამოაგდეს - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- გერმანია ირანზე აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმებში მონაწილეობას არ მიიღებს - იოჰან ვადეფული
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსში“ Michelin-ის საბურავების შეძენისას მომხმარებლები საბურავების სასტუმროს უფასო მომსახურებით ისარგებლებენ
- „მაზდა ცენტრი თეგეტამ“ საუკეთესო დისტრიბუტორის ჯილდო მეოთხედ მოიპოვა
- Zeekr 9X უკვე საქართველოშია - Zeekr Center Tegeta-მ ახალი პრემიუმ SUV წარადგინა
- Tegeta Comfort – შეაკეთე ავტომობილი სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
















