რუსეთს ოკუპირებული აქვს უამრავი ტერიტორია და მისი ჯარი სხვადასხვა ადგილზე იმყოფება, ეს ეხება საქართველოს, აშკარაა, რომ იქნება გრძელვადიანი მშვიდობა თუ ის დატოვებს ყველა ოკუპირებულ ტერიტორიას - კაია კალასი

საქართველო, თბილისი - 12:06 | 23.02.2026
ნანახია: 74

რუსეთს ოკუპირებული აქვს უამრავი ტერიტორია და მისი ჯარი სხვადასხვა ადგილზე იმყოფება, ეს ეხება საქართველოს, აშკარაა, რომ იქნება გრძელვადიანი მშვიდობა თუ ის დატოვებს ყველა ოკუპირებულ ტერიტორიას, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა "ევროსკოპს"  განუცხადა.

"სიმართლეა, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს უამრავი ტერიტორია და მისი ჯარი სხვადასხვა ადგილზე იმყოფება, ეს ეხება საქართველოს, მოლდოვას. აშკარაა, რომ იქნება გრძელვადიანი მშვიდობა თუ ის დატოვებს ყველა ოკუპირებულ ტერიტორიას. ზოგი ამბობს, რომ ეს მოთხოვნები რეალისტური არ არის, მაგრამ მოდით ვიყოთ გულახდილი, საერთოდ არ არის რეალისტური რუსეთის მოთხოვნებიც. ისინი მოითხოვენ ტერიტორიებს, რომლებიც არც კი დაუპყრიათ. ეს არის იმისთვის, რომ ბალანსი იყოს მოლაპარაკებების სიტუაციაში და რეალურად მოვახდინოთ ფოკუსირება პრობლემაზე, რომ რუსეთი აგრძელებს თავის მეზობლებზე თავდასხმებს", - განაცხადა კალასმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე