უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა ტერიტორიული საკითხი კვლავ გადაუჭრელი რჩება - ჯორჯია მელონი

საქართველო, თბილისი - 15:55 | 20.02.2026
ნანახია: 31

ტალიის პრემიერ-მინისტრის ჯორჯია მელონის განცხადებით, უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში პროგრესი არსებობს, თუმცა მთავარი საკითხის - ტერიტორიული საკითხის - გადაწყვეტა ჯერ კიდევ შორს არის.

„ვხედავ მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯებს იმ დოკუმენტებში, რომლებზეც ამჟამად ვმუშაობთ. მიმდინარეობს ძალიან კარგი მუშაობა კიევის უსაფრთხოების გარანტიებზე, რაც, სხვათა შორის, ეფუძნება იტალიის წინადადებას, რომ ისინი შემუშავდეს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო-ს) მე-5 მუხლის შესაბამისად“, - აღნიშნა იტალიის პრემიერმა.

მისი თქმით, მიმდინარეობს მუშაობა უკრაინის რეკონსტრუქციაზეც. მელონიმ განმარტა, რომ „არსებობს სამშვიდობო გეგმა, რომელშიც ბევრი საკითხი უკვე გადაწყვეტილია ქაღალდზე“.

„თუმცა, ჩვენ ჯერ კიდევ ძალიან შორს ვართ მთავარი საკითხის - ტერიტორიული საკითხის - გადაწყვეტამდე, სადაც რუსეთი აგრძელებს პრეტენზიების წამოყენებას, რომლებიც, ჩემი აზრით, სრულიად უსაფუძვლოა. მიმაჩნია, როგორც არაერთხელ მითქვამს, რომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მშვიდობის, არამედ სამართლიანი მშვიდობის მიღწევა“, - აღნიშნა ჯორჯია მელონიმ.


პოლიტიკა

მსოფლიო



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე