მოსკოვის სასამართლომ ჟურნალისტ ეკატერინე კოტრიკაძეს რვა წლით პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა

საქართველო, თბილისი - 16:08 | 16.02.2026
ნანახია: 34

მოსკოვის გოლოვინოს რაიონის სასამართლომ დამოუკიდებელი ტელეარხ „დოჟდის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელსა და წამყვანს, ეკატერინა კოტრიკაძეს, დაუსწრებლად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. პროკურატურა 9-წლიან პატიმრობას ითხოვდა.

სასამართლომ მას ასევე 4 წლით აუკრძალა ვებსაიტების, ელექტრონული ქსელების ან საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო ქსელების ადმინისტრირებასთან დაკავშირებული საქმიანობა.

რუსეთის პროკურატურის მტკიცებით, 2022 წლის აპრილსა და აგვისტოში „პოლიტიკური სიძულვილით მოტივირებულმა კოტრიკაძემ მესენჯერის აპლიკაციის პირად არხზე შეუზღუდავი რაოდენობის მომხმარებლებისთვის განათავსა ხუთი პუბლიკაცია, რომლებიც შეიცავდა განზრახ ცრუ ინფორმაციას სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში რუსეთის შეიარაღებული ძალების ქმედებების შესახებ“.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ „დოჟდი“ რუსეთში „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოცხადდა, ხოლო არხის არაერთი თანამშრომელი, მათ შორის კოტრიკაძე - „უცხოეთის აგენტად“. ტელეარხმა რუსეთიდან მაუწყებლობა შეწყვიტა და ამჟამად ამსტერდამიდან საქმიანობს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე