ერთი ტროლის გვერდზე შევედი, სადაც გამოფენილია ილიაუნის ლექტორთა პორტრეტები - კომენტარებში მიდის სხვა ტროლების და ტროლებთან გათნაბრებული ცალტვინების შაბაში, მომცელა ერთმა კომენტარმა: "რუსეთის აგენტურა" - დავით ზურაბიშვილი

საქართველო, თბილისი - 13:40 | 13.02.2026
ნანახია: 25

ერთი ტროლის გვერდზე შევედი, სადაც გამოფენილია ილიაუნის ლექტორთა პორტრეტები. ლევან ბერძენიშვილი, გია ნოდია, დავით დარჩიაშვილი, თამთა მიქელაძე, ვახუშტი მენაბდე და კიდევ სხვები, ყველას აღარ ჩამოვთვლი. კომენტარებში მიდის სხვა ტროლების და ტროლებთან გათნაბრებული ცალტვინების შაბაში, - ამის შესახებ პოლიტიკოსი დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს

"ერთი ტროლის გვერდზე შევედი, სადაც გამოფენილია ილიაუნის ლექტორთა პორტრეტები. ლევან ბერძენიშვილი, გია ნოდია, დავით დარჩიაშვილი, თამთა მიქელაძე, ვახუშტი მენაბდე და კიდევ სხვები, ყველას აღარ ჩამოვთვლი. კომენტარებში მიდის სხვა ტროლების და ტროლებთან გათნაბრებული ცალტვინების შაბაში: "უსამშობლოები", "მოღალატეები", "მიშას მონები", "აქამდეც უნდა მიეხურათ" და ა. შ. და ა. შ.

მოკლედ, სახელისუფლო პროპაგანდის ერთი რიგითი გვერდია, რომლის მსგავსი ვირტუალური მაკულატურა ოხრადაა მთელ ინტერნეტში, მაგრამ მე პირადად, რომ იტყვიან, მომცელა ერთმა კომენტარმა. აი, ასი წელი ვერ გამოიცნობთ ასეთი რამ თუ შეიძლება დაეწერა პროსახელისუფლებო ტროლს ამ პორტრეტების მისამართით.

"რუსეთის აგენტურა!!!"

არანაირი დიფსთეითი და გლობალური ომის პარტია. აი, ეგრე!

არა, რაც გინდა თქვი და არაა ეს ხალხი ჯანმრთელად, არა!" - წერს ზურაბიშვილი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე