ბენიამინ ნეთანიაჰუსთაან შეხვედრაზე საბოლოოდ ვერაფერს მივაღწიეთ, თუმცა მოვითხოვე ირანთან მოლაპარაკებების გაგრძელება - დონალდ ტრამპი

საქართველო, თბილისი - 12:00 | 12.02.2026
ნანახია: 27

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ძალიან კარგი შეხვედრა ჰქონდა.

თუმცა მისივე თქმით, კონკრეტული შეთანხმებისთვის არ მიუღწევიათ.

„ეს იყო ძალიან კარგი შეხვედრა. ჩვენს ორ ქვეყანას შორის შესანიშნავი ურთიერთობა გრძელდება. საბოლოოდ ვერაფერს მივაღწიეთ, გარდა იმისა, რომ მოვითხოვე ირანთან მოლაპარაკებების გაგრძელება, რათა ვნახოთ, შესაძლებელია თუ არა შეთანხმების მიღწევა“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.

შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, წარსულში ირანმა გადაწყვიტა, შეთანხმებაზე უარი ეთქვა, რაც, ტრამპის თქმით, მათთვის ცუდად დამთავრდა.

„იმედია, ამჯერად უფრო გონივრული და პასუხისმგებლიანები იქნებიან“, – წერს ტრამპი.


პოლიტიკა

მსოფლიო



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე