ეს არ არის ის ქვეყანა, რომელზეც ქართველი ხალხი ოცნებობდა, ეს არის სოციოპათი პოლიტიკოსების თავში მოხარშული რაღაც საშინელება, გროტესკი, აბსურდი, ასეთ რეჟიმს საქართველოში შანსი არ აქვს - ლევან ცუცქირიძე

საქართველო, თბილისი - 14:04 | 25.12.2025
ნანახია: 28

ეს არ არის ის ქვეყანა, რომელზეც ქართველი ხალხი ოცნებობდა. ეს არის სოციოპათი პოლიტიკოსების თავში მოხარშული რაღაც საშინელება, გროტესკი, აბსურდი. ამის წინააღმდეგ ბრძოლა არა მხოლოდ აუცილებელია, არამედ საპატიოა, გამარჯვება კი გარდაუვალია, - ამის შესახებ პარტია "თავისუფლების მოედნის" ლიდერი, ლევან ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

"ივანიშვილის პარტიას სურს ისეთი ქვეყანა შექმნას, სადაც:

- მასწავლებლებს, მწერლებს, სტუდენტებს, ახალგაზრდებსა და პენსიონერებს ქუჩაში დგომის გამო პატიმრობას უსჯიან;

- კორუმპირებული პოლიტიკოსები გარეთ დადიან, წესიერი მოქალაქე კი ციხეშია, იმიტომ რომ რაღაცაზე აზრი გამოთქვა;

- აღარ არსებობს არაფერი, გარდა "მთავრობისა";

- მაღაზიაში პროდუქტის ფასებს უშიშროება ადგენს;

- სტუდენტებს უკრძალავენ იქ სწავლას, სადაც უნდათ, წიგნებს სახელმწიფო წერს;

- იყიდება ყველაფერი, მთავარია გადამხდელი იყოს;

- "პრეზიდენტმა" კითხვა არ იცის.

ეს არ არის ის ქვეყანა, რომელზეც ქართველი ხალხი ოცნებობდა. ეს არის სოციოპათი პოლიტიკოსების თავში მოხარშული რაღაც საშინელება, გროტესკი, აბსურდი. ამის წინააღმდეგ ბრძოლა არა მხოლოდ აუცილებელია, არამედ საპატიოა, გამარჯვება კი გარდაუვალია - ასეთ რეჟიმს საქართველოში შანსი არ აქვს. იბრძოლებენ, კიდევ გააკეთებენ საშინელებებს, მაგრამ სამარცხვინოდ და ძალიან სწრაფად ჩამოიშლებიან, როდესაც ამის დრო მოვა.

დიახ, მოგვიწევს ბევრი რამის თავიდან დაწყება, მაგრამ ფენიქსივით მაინც აღდგება ჩვენი ცხოვრება და აუცილებლად შევქმნით უსაფრთხო, სამართლიან, ცივილურ და ბედნიერ ქვეყანას. ამის გჯეროდეთ, ბევრად უფრო კარგი დღეები წინაა!" - წერს ცუცქირიძე.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე