„საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ნიკა ლებანიძის ობიექტივში
საქართველო, თბილისი - 15:10 | 22.12.2025 ნანახია: 8562
„საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ვანისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში 13,000 ჰექტარს მოიცავს. მისი მიზანია ბუნებრივი ეკოსისტემის აღდგენა, ტყის დაცვა და მონიტორინგი, წითელ ნუსხაში შეტანილი ცხოველების გამრავლება და მათი ბუნებრივ გარემოში დაბრუნება, ეკოტურიზმის განვითარება - ვიზიტორებისთვის ახალი, საერთაშორისო სტანდარტების ინფრასტრუქტურის შეთავაზება.
რეკრეაციული ფერმა ღიაა ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც ბუნება, მასთან სიახლოვე უყვარს; ვისაც მთები, თავგადასავალი იზიდავს; ვისაც სურვილი აქვს, ახალი, დაუვიწყარი შთაბეჭდილებები და გამოცდილება მიიღოს. აქაურობა ტურისტებისთვის ერთ-ერთი საყვარელი მიმართულებაა საქართველოში. რეკრეაციულ ფერმას სტუმრობენ ბავშვებიც, მათთვის აქ საგანმანათლებლო ტურები ეწყობა.

„საირმეს რეკრეაციულ ფერმას“ ამჯერად ვიდეოოპერატორი, ფოტოგრაფი, მთამსვლელი და ინფლუენსერი ნიკა ლებანიძე ესტუმრა. რეკრეაციული ფერმა ნიკასთვის აღმოჩენა არ ყოფილა, აქაურობას კარგად იცნობს, თუმცა აღმოჩენის ტოლფასი იყო ამ ტერიტორიისთვის სხვა თვალით შეხედვის შესაძლებლობა. „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ნიკას ვიზიტი მიზნად ისახავდა გვიანი შემოდგომის ლანდშაფტის გადაღებას, იმ ფერებისა და განწყობის აღბეჭდვას, რაც მხოლოდ აქაურობისთვისაა დამახასიათებელი.
ნიკა ლებანიძე: „საირმეში ბევრჯერ ვარ ნამყოფი, ზეკარის უღელტეხილი ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და საყვარელი ადგილია საქართველოში, სადაც ხშირად დავდივარ, როცა ბუნებაში გასვლა და რაიმე აქტივობის დაგეგმვა მინდება, თუმცა ეს გამოცდილება მაინც განსხვავებული იყო.
აქაურობის ერთ-ერთი უპირატესობა ისაა, რომ წელიწადის ოთხივე სეზონზეა შესაძლებელი, „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ისეთი აქტივობები დაგეგმო, რაც ცხოვრების ჯანსაღ წესს უკავშირდება. ზამთარშიც ვარ ნამყოფი სათხილამურო ტურით მეგობრებთან ერთად, ადრეულ გაზაფხულზეც, როცა სრიალებ და გარშემო თოვლში ამოწვერილი ყვავილები დაუვიწყარ სანახაობას ქმნის. იგივე შემიძლია ვთქვა გვიანი შემოდგომის საირმეზეც, რომელიც, უბრალოდ, მომაჯადოებელია! „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ მონახულება ნიშნავს ულამაზესი ხედებით ტკბობას აბასთუმნიდან გადასასვლელ გზაზე, რომელსაც მსოფლიო მასშტაბით ძალიან ბევრი მოგზაური გადის, მათ შორის მოტოციკლეტით და ველოსიპედითაც კი. ეს მარშრუტი მსოფლიო რუკაზეა დატანილი და ვინც ამ ტერიტორიაზე ხვდება, ყველა გადის ამ გზას. „საირმეს რეკრეაციულ ფერმას“ ქვეყნისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. უამრავი უცხოელი სტუმრობს ამ ადგილს და სამწუხაროა ის, რომ აქ უცხოელი უფრო მეტია ნამყოფი, ვიდრე ქართველი“.

მთამსვლელი, რომელსაც არაერთი მწვერვალი აქვს დაპყრობილი როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც, საირმის ლანდშაფტმა არაერთხელ განაცვიფრა სასიამოვნოდ.
„ეს არის ადგილი, სადაც ლანდშაფტი გამორჩეულია ცვალებადობით: უღრანი ტყიდან რაღაც დროის შემდეგ ალპურ ზონაში ამოყოფ თავს. იქ რამდენიმე ისეთი მწვერვალია, რომელთა დალაშქვრა დიდ მწვერვალებზე ასვლას არ ჩამოუვარდება შეგრძნებებით. ალპური ზონა და ტყის საფარი ისეა ერთმანეთში გადაჯაჭვული, ფოთლოვანი ტყე ისე ცვლის წიწვოვან საფარს, ისეთი კონტრასტული და ერთმანეთზე უფრო შთამბეჭდავი სანახაობის მოწმე ხდები, რომლის მსგავსსაც რთულად თუ ნახავ სადმე. ვინც ზეკარის უღელტეხილზე ყოფილა და საირმისკენ წასულა, შეუძლებელია, აღტაცებაში არ მოსულიყო ამ არეალით. აქაურობა შვეიცარიას წააგავს, ვიღაცას შეიძლება გადაჭარბებული მოეჩვენოს ეს შეფასება მასშტაბის სხვაობის გამო, მაგრამ მსგავსება ძალიან დიდია. არანაკლებ მნიშვნელოვანი, რაც ამ მიმართულებას აქვს, არის ის, რომ იოლი მისადგომია, მარტივად დაგეგმავ, გზა კარგია, ძალიან ბევრი აქტივობის შესაძლებლობაა“, - ამბობს ნიკა ლებანიძე.

„საირმეს რეკრაციულ ფერმაში“ ნიკას ვიზიტი მიზნად ისახავდა გვიანი შემოდგომის ლანდშაფტის გადაღებას, იმ ფერებისა და განწყობის აღბეჭდვას, რაც მხოლოდ აქაურობისთვისაა დამახასიათებელი.
„ისეთი ლოკაციაა, თუ კარგ ამინდში ზემოთ ადიხარ, ცენტრალურ კავკასიონს ხედავ, შეგიძლია სვანეთისა და რაჭის მთებს უყურო, ხვამლის მთას... ქუთაისსა და იმერეთს გადახედო. ერთ-ერთი ცენტრალური, საკვანძო ადგილია საქართველოში და ამის აღქმა რუკაზეც იოლია. ცენტრალური საირმე და რეკრეაციული ფერმა, ფაქტობრივად, გადაბმულია ერთმანეთზე. მიმდებარე ტერიტორია უამრავ შესაძლებლობას იძლევა - ფეხით ლაშქრობაც შესაძლებელია, ცხენითაც შეიძლება, ტური მოიწყო, მანქანით გაისეირნო, მოტოციკლეტითაც იარო, ველოსიპედითაც. ყოველგვარი აღმატებითი შეფასების გარეშე ვამბობ, რომ „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ადგილია საქართველოში. ერთ ლოკაციაზე იმდენად დიდი მრავალფეროვნებაა, არასდროს მოიწყენ, თუ გიყვარს ბუნება და ხეტიალი“.

ვიზიტის დროს არაერთხელ შეხვდა რეინჯერებს, რომლებიც „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ ტერიტორიას“ 24-საათიან რეჟიმში აკონტროლებენ:
„საშუალება მქონდა, გავსაუბრებოდი რეინჯერებს - იმ ადამიანებს, ვინც „საირმეს რეკრეაციულ ფერმას“ ემსახურება, იცავს და უვლის, შესაბამისად კი, უფრთხილდება საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ტერიტორიას, რომლის ფლორასა და ფაუნას ფასდაუდებელი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის. ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო ის, რომ მათთან ურთიერთობის დროს სიტყვების გარეშეც კი იგრძნობოდა იმ საქმის დიდი სიყვარული, რომელსაც ისინი აკეთებენ.
„საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ფოტოხაფანგებია დაგებული და კამერები აღბეჭდავს გარეული ცხოველების მომრავლებას. შედეგი უკვე თვალსაჩინოა, რაც ძალიან სასიხარულოა. აქ გამორიცხულია რაიმე სახის ბრაკონიერობა, რაც, ზოგადად, მძიმე პრობლემაა ჩვენი ქვეყნისთვის და არამარტო. თანამედროვეობას ახასიათებს ის, რომ ბუნებას არ ვუფრთხილდებით.
თუმცა აქ რეინჯერების ენთუზიაზმი იმდენად გადამდებია, იმედი გიჩნდება, რომ სხვებისთვისაც კარგი მაგალითი და მოტივაცია იქნება, იგივე გააკეთონ, რადგან ჩვენ ყველანი ვიაზრებთ, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ბუნების უნიკალურობის შენარჩუნება და მისი განვითარების ხელშეწყობა“.
„საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ სტუმრობას ნიკა ზამთარშიც გეგმავს. ამბობს, რომ მისთვის საყვარელ სეზონზე გარემო კიდევ უფრო შთამბეჭდავი და მომნუსხველია.
პოლიტიკა
- დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე - საქართველოში ირანის ელჩი
- ირანის ელჩს საქართველო არ უხსენებიაო, ამ ტყუილით შეიზილეს „ქოცებმა“ ქვეყნის შეურაცხყოფა, ახლა კიდევ მოლდოვის რუსულ-კომუნისტური სპექტრი ჩამოდის კრემლის ღია აგენტის, იგორ დოდონის მეთაურობით - ნიკა გვარამია
- მოლდოვის ყოფილმა პრეზიდენტმა, დეპუტატმა იგორ დოდონმა, მოლდოვის პარლამენტის წევრებთან ერთად საქართველოს პარლამენტში შეხვედრები გამართა
- მიუსაფარი ძაღლების თემა ძალიან სენსიტიურია და მისი გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის კატეგორიულად მიუღებელია - კახა კალაძე
საზოგადოება
- საქართველოში 5 აპრილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
- საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს
- შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ, რატომ გავრცელდა ინფორმაცია მტკიცებითი ფორმით, თითქოს ცხოველებს ცოცხლად წვავენ - ლაშა ავალიანი
- „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ეკოგანათლების პროექტი იწყება: პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება და სახალისო აქტივობები
მსოფლიო
- ჩვენ უნდა ვიფიქროთ არა პუტინზე, არამედ ჩვენს ქვეყანასა და ხალხზე, ომის წაქეზების ნაცვლად, შეიყვარე და გადაარჩინე შენი ქვეყანა, დონალდ! - ვიქტორ ორბანი დონალდ ტუსკს
- ტრამპის განცხადება პასუხსაც არ იმსახურებს - ემანუელ მაკრონი
- დავურეკე მაკრონს, რომელსაც ცოლი უკიდურესად ცუდად ექცევა და მარჯვენა ყბაში მიღებული დარტყმისგან სრულად გონს რომ არ მოსულა - დონალდ ტრამპი
- ირანი ბულგარეთს აფრთხილებს, აშშ-ს თავისი აეროპორტების გამოყენების უფლება არ მისცეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსის“ საგაზაფხულო კამპანია დაიწყო
- განსაკუთრებული შეთავაზება "თეგეტა მოტორსისგან" - PETLAS-ის საბურავები სპეციალურ ფასად
- მერაბ The machine დვალიშვილი X „თეგეტა“ - პარტნიორობა ახალი გამარჯვებებისთვის
- 7.5% ფიქსირებული განაკვეთი ლარში - უპრეცედენტო სააქციო პირობები Mazda CX60-ზე „მაზდა ცენტრი თეგეტასგან“
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















