საქართველოს პრორუსი მმართველი ავტოკრატებთან მეგობრობს - სალომე ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძეზე

საქართველო, თბილისი - 16:51 | 12.12.2025
ნანახია: 34

საქართველოს პრორუსი მმართველი მკაცრად აკრიტიკებს ევროკავშირელ და ამერიკელ პარტნიორებს და მეგობრობს ავტოკრატებთან, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

ზურაბიშვილი აქვეყნებს ფოტოებს თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში მიმდინარე ფორუმიდან, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძეც ესწრება.

ღონისძიებას ასევე ესწრებიან თურქმენეთის, რუსეთის, თურქეთის, სომხეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთისა და ერაყის პრეზიდენტები, ასევე აზერბაიჯანის, უნგრეთისა და პაკისტანის პრემიერ-მინისტრებიც.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე