ყველა ის ადამიანი, რომელსაც ახლა აკავებენ, არის რუსული საოკუპაციო რეჟიმის ტყვე, რეჟიმი ასამართლებს ადამიანთა ყველაზე მშრომელ ნაწილს, რომელზეც დგას ამ ქვეყნის თავისუფლება - ანა წითლიძე
საქართველო, თბილისი - 12:12 | 09.10.2025 ნანახია: 584
ყველა ის ადამიანი, რომელსაც ახლა რეჟიმი აკავებს, არის რუსული საოკუპაციო რეჟიმის ტყვე — ბრძოლა ამ რეჟიმის წინააღმდეგ თითოეული მოქალაქის ვალდებულებაა. ამ ადამიანების დაკავებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილს.” - განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ანა წითლიძემ
ანა წითლიძის განცხადებით, რუსული საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა არის თითოეული მოქალაქის ვალდებულება.
“ახლა რასაც აკეთებს რეჟიმი ის არის, რომ რეჟიმს აჰყავს ტყვეები. ყველა ის ადამიანი, რომელსაც ახლა რეჟიმი აკავებს არის რუსული საოკუპაციო რეჟიმის ტყვე. ეს ადამიანები იბრძოდნენ საქართველოს თავისუფლებისთვის, საქართველოს ევროპული მომავლისთვის, რომლის სრული უფლებაც ჰქონდათ, ამიტომ ამ ტყვეების აყვანაზე პასუხისმგებელი არის მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი. ამ ქვეყანას მართავს არალეგიტიმური რეჟიმი, რუსული საოკუპაციო რეჟიმი. რუსული საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა არის თითოეული მოქალაქის ვალდებულება, შესაბამისად ყველა ეს ადამიანი, რომლებიც აქციაზე იდგა, იცავდა ამ ქვეყნის თავისუფლებას, კონსტიტუციას, ევროპულ მომავალს და მთავარ ეროვნულ ღირსებას, შესაბამისად კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სანამ შემოვიდოდი აქ კიდევ შსს-მ კიდევ ერთი განცხადება გააკეთა კიდევ ერთ დაკავებულთან დაკავშირებით და ეს ადამიანები, რომლებიც რეჟიმს აჰყავს ტყვედ, არიან პატრიოტები. გუშინ მე ვესწრებოდი სასამართლო პროცესს გვიანობამდე ყველა ამ ადამიანის და გუშინ ჩვენ ვნახეთ ადამიანები, რეჟიმი რომ იცოდეთ როგორ ადამიანებს ასამართლებს - 63 წლის თითქმის საპენსიო ასაკის ადამიანს, რომელსაც აქვს სიმსივნე, რომელიც აქციაზე მოვიდა იმისთვის, რომ მას ჰქონდეს ღირსეული პენსია, ქვეყანას არ მართავდეს საოკუპაციო რეჟიმი, ასამართლებს ადამიანს, რომელიც არის საათების შემკეთებელი და რომელიც დღეში 20 ლარზე მუშაობს. ასამართლებს ადამიანს, რომელსაც ჰყავს ავადმყოფი შვილი და რომელიც აქციაზე იდგა იმის გამო, რომ ამ ქვეყანაში არ აქვს ჯანდაცვის სერვისები საკუთარი შვილისთვის და არ აქვს შესაბამისი ანაზღაურება, რომ საკუთარ შვილს წამალი უყიდოს. ასამართლებს კახა მჟავანაძეს, რომლის ცოლიც არის დიალიზზე რეანიმაციაში და იცით რატომ იდგა იქ აქციაზე? და რატომ იბრძოდა ქვეყნის თავისუფლებისთვის? რადგან ისეთ საქართველოში უნდა ცხოვრება, სადაც წამლის ფული ექნება საკუთარი შვილებისთვის, საკუთარი მეუღლისთვის, ოჯახისთვის. ახლა ძალიან მცირე ნაწილი გითხარით იმ ადამიანების, რომლის სასამართლო სხდომასაც მე ვესწრებოდი. რეალურად ადამიანები ყველაზე ღირსეული ნაწილი, ყველაზე მშრომელი ნაწილი, რომელზეც დგას ამ ქვეყნის ნაწილი, ამ ადამიანებს ასამართლებს რუსული საოკუპაციო რეჟიმი, რომელიც ასევე ამ ადამიანებს ასეული მილიონობით ლარს ჯიბეებიდან, შესაბამისად კიდევ ერთხელ რომ გავიმეორო დღეს რუსულ საოკუპაციო რეჟიმს არ აღიარებს არცერთი საერთაშორისო პარტნიორი, არ აქვს ნდობა საქართველოს მოქალაქეებში და ლეგიტიმაცია. ასი ათასობით ადამიანი იდგა 4 ოქტომბერს რუსთაველზე, ასი ათასობით საქართველოს მოქალაქემ თქვა ხმამაღლა, რომ ისინი არ აღიარებენ რუსულ საოკუპაციო რეჟიმს, ამ ყველაფრის გათვალისწინებით თუ ვინმე მოქმედებდა არაკონსტიტუციურად, ეს არის მხოლოდ რუსული საოკუპაციო რეჟიმი და რუსული საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა არის თითოეული ქართველის პასუხისმგებლობა.” - განაცხადა ანა წითლიძემ.
პოლიტიკა
- დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე - საქართველოში ირანის ელჩი
- ირანის ელჩს საქართველო არ უხსენებიაო, ამ ტყუილით შეიზილეს „ქოცებმა“ ქვეყნის შეურაცხყოფა, ახლა კიდევ მოლდოვის რუსულ-კომუნისტური სპექტრი ჩამოდის კრემლის ღია აგენტის, იგორ დოდონის მეთაურობით - ნიკა გვარამია
- მოლდოვის ყოფილმა პრეზიდენტმა, დეპუტატმა იგორ დოდონმა, მოლდოვის პარლამენტის წევრებთან ერთად საქართველოს პარლამენტში შეხვედრები გამართა
- მიუსაფარი ძაღლების თემა ძალიან სენსიტიურია და მისი გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის კატეგორიულად მიუღებელია - კახა კალაძე
საზოგადოება
- საქართველოში 5 აპრილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
- საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს
- შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ, რატომ გავრცელდა ინფორმაცია მტკიცებითი ფორმით, თითქოს ცხოველებს ცოცხლად წვავენ - ლაშა ავალიანი
- „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ეკოგანათლების პროექტი იწყება: პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება და სახალისო აქტივობები
მსოფლიო
- ჩვენ უნდა ვიფიქროთ არა პუტინზე, არამედ ჩვენს ქვეყანასა და ხალხზე, ომის წაქეზების ნაცვლად, შეიყვარე და გადაარჩინე შენი ქვეყანა, დონალდ! - ვიქტორ ორბანი დონალდ ტუსკს
- ტრამპის განცხადება პასუხსაც არ იმსახურებს - ემანუელ მაკრონი
- დავურეკე მაკრონს, რომელსაც ცოლი უკიდურესად ცუდად ექცევა და მარჯვენა ყბაში მიღებული დარტყმისგან სრულად გონს რომ არ მოსულა - დონალდ ტრამპი
- ირანი ბულგარეთს აფრთხილებს, აშშ-ს თავისი აეროპორტების გამოყენების უფლება არ მისცეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსის“ საგაზაფხულო კამპანია დაიწყო
- განსაკუთრებული შეთავაზება "თეგეტა მოტორსისგან" - PETLAS-ის საბურავები სპეციალურ ფასად
- მერაბ The machine დვალიშვილი X „თეგეტა“ - პარტნიორობა ახალი გამარჯვებებისთვის
- 7.5% ფიქსირებული განაკვეთი ლარში - უპრეცედენტო სააქციო პირობები Mazda CX60-ზე „მაზდა ცენტრი თეგეტასგან“
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















