სახელმწიფო გადატრიალება უცხოეთიდან რომ იყო დაგეგმილი, ხელის გულზე დევს, ადგილობრივმა რადიკალებმა თავიანთ ინსტრუქტორებს შეუქმნეს პირობები, რომ ორგანიზატორებმა აირიდონ პასუხისმგებლობა - შალვა პაპუაშვილი
საქართველო, თბილისი - 00:52 | 09.10.2025 ნანახია: 553
ხელის გულზე დევს, რომ 4 ოქტომბრის სახელმწიფო გადატრიალება უცხოეთიდან იყო დაგეგმილი და დაფინანსებული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ „X“-ზე წერს.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში, საქართველოს დემოკრატიულად არჩეული მთავრობის გადაყენებისთვის უწყვეტი და ფარული უცხოური მცდელობების მთავარ ინსტრუმენტად ე.წ. უარყოფის შესაძლებლობის გამოყენება ხდება.
მისი თქმით, ვინმე თუ შეეცდება პასუხისმგებელი მთავრობის მოძიებას, ვერასდროს იპოვის, რადგან უცხო ქვეყნის მთავრობებს, ხელების დასაბანად, ყოველთვის შეუძლიათ, დაეყრდნონ ე.წ. უარყოფის შესაძლებლობას და განაცხადონ, რომ არაფერ შუაში არიან.
„ხელის გულზე დევს, რომ 4 ოქტომბრის სახელმწიფო გადატრიალება უცხოეთიდან იყო დაგეგმილი, დაფინანსებული და ორგანიზებული. ის ადგილობრივმა რადიკალებმა განახორციელეს და თავიანთ ინსტრუქტორებს დანაშაულში მონაწილეობის უარყოფის შესაძლებლობა დაუტოვეს – შეუქმნეს პირობები, რომ უცხოელმა ორგანიზატორებმა თავიდან აირიდონ მომხდარზე პასუხისმგებლობა და შეძლონ მომხდარში თავიანთი მონაწილეობის უარყოფა.
ათწლეულების განმავლობაში, დასავლური სამყარო ცდილობდა საბჭოთა კავშირის ჰიბრიდული თავდასხმებისგან თავის დაცვას, რომლებიც აქტიური ზომების სახელითაა ცნობილი. დასავლეთში ახლაც აცხადებენ, რომ ეს სპეციალური ზომები დღევანდელი რუსეთის მიერ მათ წინააღმდეგ კვლავ გამოიყენება. ირონიაა, რომ თავად დასავლელი აქტორები ანალოგიურ პოლიტიკურ ომს აწარმოებენ – ყველაზე აშკარად საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ.
საერთაშორისო სამართლის თანახმად, სუვერენიტეტისა და უცხო სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპები ხელშეუხებელია. ქართველებმა კარგად ვიცით ამ პრინციპების დარღვევის სიმწარე, რადგან ჩვენი ქვეყნის ნაწილი სამხედრო ოკუპაციის ქვეშაა. თუმცა, ჩვენ, ასევე, ვისწავლეთ სუვერენიტეტის ფარული დარღვევისა და შიდა საქმეებში არაპირდაპირი ჩარევის გარჩევაც. სამწუხაროდ, ჩვენს წინააღმდეგ განხორციელებული ამგვარი ზომები სულ უფრო ხშირად მოგვაგონებს საბჭოთა ჰიბრიდული პოლიტიკური ომის ახალ ვერსიას.
უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში, საქართველოს დემოკრატიულად არჩეული მთავრობის გადაყენებისთვის უწყვეტი და ფარული უცხოური მცდელობების მთავარ ინსტრუმენტად ე.წ. უარყოფის შესაძლებლობის გამოყენება ხდება. უცხო ქვეყნის პარლამენტის წევრები, ევროპარლამენტის წევრები, უცხო ქვეყნის მთავრობების მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები, უცხო ქვეყნის მთავრობებთან აფილირებული ექსპერტები ან ჟურნალისტები თავს ესხმიან საქართველოს ხელისუფლებას, ადგილობრივ რადიკალებს არჩეული მთავრობის გადაყენებისკენ მოუწოდებენ ან ხელს უწყობენ შიდა არეულობის უცხოურ დაფინანსებას. თუმცა, ვხედავთ, რომ მათს ქმედებებზე არავინ იღებს პასუხისმგებლობას. შესაბამისი საელჩოები უარყოფენ თავიანთ მონაწილეობას და გვეუბნებიან, მაგალითად, რომ ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე არ წარმოადგენს ლიეტუვას, ან რომ რადიკალური გასამხედროებული დაჯგუფება „მოძრაობა სირცხვილიას“ დამფინანსებელი დემოკრატიის ევროპული ფონდი (European Endowment for Democracy), არავის ოფიციალურ იურისდიქციაში არ შედის.
შაბათს, როდესაც ბრბომ თბილისში პრეზიდენტის სასახლეზე შეტევა დაიწყო, რადიკალური ოპოზიციის მოკავშირე მრავალმა უცხოელმა პოლიტიკოსმა, „ჟურნალისტმა“ და „ექსპერტმა“ საერთაშორისო მედია პლატფორმებზე მოვლენების პარალელურად მუხტის გამაღვივებელი გზავნილების გამოქვეყნება წამოიწყო. წერდნენ, თითქოსდა მხარს უჭერენ „ქართველი ხალხის დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის ბრძოლას“. თუ ვინმე შეეცდება ამ განცხადებებზე პასუხისმგებელი მთავრობის მოძიებას, ვერასდროს იპოვის, რადგან უცხო ქვეყნის მთავრობებს, ხელების დასაბანად, ყოველთვის შეუძლიათ დაეყრდნონ ე.წ. უარყოფის შესაძლებლობას და განაცხადონ, რომ არაფერ შუაში არიან.
თუმცა, ზოგიერთმა უცხოელმა ლიდერმა დიდი წინდახედულობა ვერ გამოიჩინა. როდესაც ძალადობამ პიკს მიაღწია და ბრბო პრეზიდენტის სასახლეში შეიჭრა, მოლდოვას პრეზიდენტმა მაია სანდუმ „X“-ზე დაწერა: „ჩემი ფიქრები საქართველოს ხალხთანაა, რომლებიც თავისუფლებისა და მათი ევროპული მომავლისთვის იბრძვიან. დემოკრატიის ჩახშობა შეუძლებელია. მოლდოვა თქვენს გვერდითაა“. ამგვარად, მაია სანდუმ მხარი დაუჭირა პრეზიდენტის სასახლეზე თავდამსხმელებს. ეს განცხადება განსაკუთრებით უცნაური ჩანს იმ პოლიტიკოსისგან, რომელიც სულ რაღაც ორი კვირის წინ განგაშის ზარს რეკდა გარედან მისი დამხობის გეგმებზე. თუმცა, 4 ოქტომბერს, თავად მაია სანდუ პირდაპირ აღმოჩნდა ჩართული საქართველოში გადატრიალების მხარდაჭერაში. ცალკე საკითხია, თავად გააკეთა ეს განცხადება, თუ ეს ვიღაცამ სთხოვა.
საბედნიეროდ, წლების განმავლობაში მიმდინარე ამ სამარცხვინო და ძალიან მავნე ისტერიის შედეგად, ქართველმა ხალხმა ისწავლა „დაუძინებელი მეგობრების“ მაქინაციების გარჩევა და ახლა ჩვენს მოსახლეობას ნულოვანი ნდობა გააჩნია საქართველოს ცრუ მეგობრების მიმართ. ქვემოთ, წუთობრივად შეგიძლიათ იხილოთ მტკიცებულებები, როგორ აქეზებდნენ უცხოეთიდან გადატრიალებაში ჩართულ ძალადობრივ ბრბოს“, – წერს პაპუაშვილი.
პოლიტიკა
- დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე - საქართველოში ირანის ელჩი
- ირანის ელჩს საქართველო არ უხსენებიაო, ამ ტყუილით შეიზილეს „ქოცებმა“ ქვეყნის შეურაცხყოფა, ახლა კიდევ მოლდოვის რუსულ-კომუნისტური სპექტრი ჩამოდის კრემლის ღია აგენტის, იგორ დოდონის მეთაურობით - ნიკა გვარამია
- მოლდოვის ყოფილმა პრეზიდენტმა, დეპუტატმა იგორ დოდონმა, მოლდოვის პარლამენტის წევრებთან ერთად საქართველოს პარლამენტში შეხვედრები გამართა
- მიუსაფარი ძაღლების თემა ძალიან სენსიტიურია და მისი გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის კატეგორიულად მიუღებელია - კახა კალაძე
საზოგადოება
- საქართველოში 5 აპრილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
- საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს
- შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ, რატომ გავრცელდა ინფორმაცია მტკიცებითი ფორმით, თითქოს ცხოველებს ცოცხლად წვავენ - ლაშა ავალიანი
- „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ეკოგანათლების პროექტი იწყება: პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება და სახალისო აქტივობები
მსოფლიო
- ჩვენ უნდა ვიფიქროთ არა პუტინზე, არამედ ჩვენს ქვეყანასა და ხალხზე, ომის წაქეზების ნაცვლად, შეიყვარე და გადაარჩინე შენი ქვეყანა, დონალდ! - ვიქტორ ორბანი დონალდ ტუსკს
- ტრამპის განცხადება პასუხსაც არ იმსახურებს - ემანუელ მაკრონი
- დავურეკე მაკრონს, რომელსაც ცოლი უკიდურესად ცუდად ექცევა და მარჯვენა ყბაში მიღებული დარტყმისგან სრულად გონს რომ არ მოსულა - დონალდ ტრამპი
- ირანი ბულგარეთს აფრთხილებს, აშშ-ს თავისი აეროპორტების გამოყენების უფლება არ მისცეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსის“ საგაზაფხულო კამპანია დაიწყო
- განსაკუთრებული შეთავაზება "თეგეტა მოტორსისგან" - PETLAS-ის საბურავები სპეციალურ ფასად
- მერაბ The machine დვალიშვილი X „თეგეტა“ - პარტნიორობა ახალი გამარჯვებებისთვის
- 7.5% ფიქსირებული განაკვეთი ლარში - უპრეცედენტო სააქციო პირობები Mazda CX60-ზე „მაზდა ცენტრი თეგეტასგან“
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















