„თეგეტა ჰოლდინგის“ CEO ეკატერინე ქავთარაძე Global Compact-ის 2025 წლის გლობალურ კვლევაში - ქართული ბიზნესი მსოფლიო ასპარეზზე
საქართველო, თბილისი - 17:03 | 26.09.2025 ნანახია: 839
ქართული ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის, „თეგეტა ჰოლდინგის“, მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი ეკატერინე ქავთარაძე Global Compact-ის 2025 წლის საერთაშორისო კვლევის მონაწილე გახდა. კვლევა ბიზნესში მომავლის ტენდენციებს განსაზღვრავს.
დოკუმენტი მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნიდან თითქმის 2 000 კომპანიის ხელმძღვანელს აერთიანებს. მსგავსი მასშტაბის კვლევაში მონაწილეობა არა მხოლოდ საერთაშორისო აღიარებაა, არამედ ნათელი მაგალითია იმისა, რომ ქართულ ბიზნესს შეუძლია, საკუთარი წვლილი შეიტანოს გლობალური დღის წესრიგის ფორმირებაში.
ეკატერინე ქავთარაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი: „როდესაც კომპანიის ლიდერი და მისი გუნდი ერთიან ხედვას იზიარებენ, სტრატეგია რეალურ ქმედებაში გადაიზრდება და კომპანიის მდგრადი განვითარების წინაპირობა ხდება.
ჩვენი ინვესტიცია ინკლუზიურობაში, მხარდაჭერასა და მობილობაში ხელს უწყობს გრძელვადიანი ერთგულებისა და მოტივაციის გაძლიერებას. ეს არის მთავარი მამოძრავებელი ძალა, რომელიც „თეგეტას“ შესაძლებლობას აძლევს, მუდმივად აამაღლოს სტანდარტები და გაამართლოს მომხმარებლის მოლოდინები.
„თეგეტა ჰოლდინგისთვის“ გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობა ყოველდღიური საქმიანობის განუყოფელ ნაწილადაა ქცეული, რაც ჩვენს პრიორიტეტებში, სტრუქტურასა და ინვესტიციებში მკაფიოდ აისახება“.

ეკატერინე ქავთარაძის ხედვა სრულად პასუხობს კვლევის მთავარ დასკვნას, რომ ბიზნესის მდგრადობა დამოკიდებულია თანამშრომელთა ჩართულობაზე, ინკლუზიურ გარემოზე, ანგარიშვალდებულებასა და გამჭვირვალობაზე. „თეგეტას“ მაგალითი გვარწმუნებს, რომ ქართული ბიზნესი არა მხოლოდ მიჰყვება გლობალურ ტენდენციებს, არამედ ატარებს პოლიტიკას, რომელიც კომპანიის სტაბილურობასა და რეპუტაციას ერთდროულად აძლიერებს.
Global Compact-ის გზავნილი მარტივია - კომპანიების დღევანდელი გადაწყვეტილებები განსაზღვრავს არა მხოლოდ მათ, არამედ მთელი მსოფლიოს მომავალს. პასუხისმგებლობით გადადგმული ნაბიჯები ქმნის სტაბილურ და თანასწორ გარემოს, ხოლო დაუგეგმავი არჩევანი ნაკლებად უსაფრთხო და დაძაბული რეალობის წინაშე გვაყენებს.
Global Compact 2000 წელს შეიქმნა და 160-ზე მეტი ქვეყნიდან ის 20,000-ზე მეტ კომპანიასა და ორგანიზაციას აერთიანებს. ყოველწლიური CEO კვლევა მას ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ პლატფორმად აქცევს, რომელიც ბიზნესის მომავლის მიმართულებებს განსაზღვრავს. კვლევა, რომელიც Global Compact-მა Accenture-თან თანამშრომლობით ჩაატარა, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია თანამედროვე ბიზნესში. მისი მიზანია, აჩვენოს, როგორ პასუხობს კერძო სექტორი გლობალურ გამოწვევებს - კლიმატის ცვლილებას, გეოპოლიტიკურ დაძაბულობას, ინფლაციასა და ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციას.
„თეგეტა ჰოლდინგის“ მონაწილეობა ამ კვლევაში ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ საქართველოში ყალიბდება პასუხისმგებლობიანი ბიზნესის მოდელი, რომელიც გლობალური მასშტაბით აზროვნებას უწყობს ხელს.
--
„თეგეტა ჰოლდინგის” შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით „თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentley, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. „თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. „თეგეტა ჰოლდინგი“, 3 000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
პოლიტიკა
- ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ აშშ-სთან პოლიტიკური დიალოგი გავაგრძელოთ და იმავეს მოველით აშშ-ს მხრიდან - მაკა ბოჭორიშვილი
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
სამართალი
- თბილისის საკრებულოსთან თორნიკე თოშხუა დააკავეს
- გორში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
- გიორგი ჭიღლაძეს 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ის დარბაზიდან გათავისუფლდა
- ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა
- ძალიან ფრთხილად და გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ - დონალდ ტრამპი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის შესაძლო გადაცემაზე
- კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან - ვოლოდიმირ ზელენსკი
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















