Porsche-ს ქართველი ენთუზიასტებისთვის დახურული Nürburgring Nordschleife
საქართველო, თბილისი - 13:19 | 02.09.2025 ნანახია: 790
30 Porsche, 75 მონაწილე და ერთი დიდი ოცნება, რომელიც „პორშე ცენტრი თბილისმა“ რეალობად აქცია. გერმანიის, აიფელის მთიან რეგიონში მდებარე Nürburgring Nordschleife, მსოფლიოს ყველაზე ლეგენდარული და რთული ტრასა, მხოლოდ ქართველი ენთუზიასტებისთვის დაიხურა.
Nürburgring Nordschleife 1927 წელს გაიხსნა, ის მსოფლიოში დღემდე ყველაზე საშიშ და რთულ სარბოლო ტრასადაა ცნობილი. მისი სიგრძე 20.8 კილომეტრია, გზა 150-ზე მეტი მოსახვევითა და მკვეთრი სიმაღლის ცვლილებით გამოირჩევა. განსაკუთრებული სილამაზისა და სირთულის გამო შოტლანდიელმა პილოტმა ჯეკი სტიუარტმა მას Green Hell („მწვანე ჯოჯოხეთი“) უწოდა. Nordschleife-ზე დამყარებული რეკორდები დღეს ინჟინერიის მთავარი საზომია, ყველა სპორტული ავტომობილი — მათ შორის Porsche-ს ახალი მოდელები აქ გადის „გამოცდას“. Green Hell - ლეგენდა, რომელიც ახლა უკვე ქართველი ენთუზიასტებისთვისაც დაუვიწყარ გამოცდილებად იქცა.

პროექტის იდეა 2023 წელს გაჩნდა, თუმცა ტრასის დახურვა არაერთ გამოწვევასთან იყო დაკავშირებული. აღსანიშნავია, რომ ლეგენდარული Nürburgring Nordschleife, როგორც წესი, მთელი წლის განმავლობაში სრულად დატვირთულია FIA-სა და Nürburgring-ის საერთაშორისო ღონისძიებებით. „პორშე ცენტრ თბილისს“ ტრეკის დაქირავების შესაძლებლობა 2025 წლის 15 აგვისტოს მიეცა. Nürburgring ისტორიაში პირველად დაიხურა მხოლოდ ქართველი ენთუზიასტებისთვის. ეს გახლავთ ფაქტი, რომელსაც თავად Nürburgring-ის წარმომადგენლებმა „უნიკალური“ და „უპრეცედენტო“ ღონისძიება უწოდეს.

პეტრე წაქაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მსუბუქი ავტომობილების მიმართულების მთავარი ოფიცერი: „Nürburgring-ის დახურვა „პორშე ცენტრი თბილისის“ ისტორიაში გამორჩეული ეტაპია — ნაბიჯი, რომელიც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენი გუნდისა და Porsche-ს ქართველი საზოგადოების უნიკალურ შესაძლებლობებს. ჩვენ შევძელით, საქართველოდან საერთაშორისო მასშტაბის ინოვაციური გამოცდილება შეგვექმნა. პროექტს უზარმაზარი პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა როგორც ჩვენი მომხმარებლების, ისე Porsche-ს გლობალური ოფისის მხრიდან - მათ აღიარეს, რომ საქართველომ Porsche-სთვის ახალი სტანდარტი შექმნა.
ოცნებები რეალობად იქცევა, „პორშე ცენტრი თბილისი“ კი მუდამ თქვენ გვერდით იქნება - ეს არის ჩვენი გზავნილი ქართველი ენთუზიასტებისთვის. ამ გზაზე გადამწყვეტია Porsche Central and Eastern Europe-ის მხარდაჭერა, რადგან სწორედ მათი ნდობა და პროფესიონალიზმი გვაძლევს საშუალებას, პროექტები გლობალური სტანდარტებით განვახორციელოთ.
ჩვენი ამბიციაა, რომ „პორშე ცენტრი თბილისი“ გახდეს ამინდის შემქმნელი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონის საავტომობილო ინდუსტრიაში. Nürburgring 2025 მხოლოდ დასაწყისია — წინ გველის ახალი, თამამი და ინოვაციური პროექტების ეპოქა. და ჩვენ მზად ვართ, ეს გზა პირველებმა გავხსნათ“.

თუმცა გზა წარმატებამდე მარტივი არ ყოფილა. „პორშე ცენტრი თბილისმა“ დამოუკიდებლად, პროექტის სრულ ორგანიზებასა და აღსრულებაზე პასუხისმგებლობა აიღო. საქართველოდან 30 Porsche სპეციალური ავტომზიდებით გერმანიაში გადაიყვანეს. ღონისძიება მოიცავდა როგორც თეორიულ ტრენინგებსა და სერტიფიცირებულ პროგრამას, ისე პრაქტიკულ სესიებს პროფესიონალი ინსტრუქტორების მხარდაჭერით. მონაწილეებს რბოლამდე ტრასის ყველა სპეციფიკური და რთული მონაკვეთი შეასწავლეს.

„წლის ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი“ - ასე აფასებს „პორშე ცენტრი თბილისის“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამარ ხოსროშვილი Nürburgring Nordschleife-ის დახურვას.
„გამარჯობა, გვინდა Nordschleife დავხუროთ მხოლოდ Porsche-სთვის, მხოლოდ ქართველი ენთუზიასტებისთვის“. - ამ წინადადებით იწყებოდა წერილი, რომელიც ტრეკის მენეჯმენტს მივწერეთ... და წარმოიდგინეთ, მართლა დავხურეთ! ეს იყო ოთხი დაუვიწყარი დღე, სადაც ოცნება რეალობად იქცა.
ჩვენ ყველა გამოწვევა დავძლიეთ და უნიკალური გამოცდილების შექმნა შევძელით. პროექტი „პორშე ცენტრი თბილისის“ ისტორიაში გარდამტეხი წერტილი აღმოჩნდა - ამას ადასტურებს უკუკავშირი, რომელიც მივიღეთ როგორც მონაწილეებისგან, ისე Porsche Global-ისგან.
გუნდის დაუღალავმა შრომამ, ფიზიკურმა თუ გონებრივმა რესურსმა და საყვარელი საქმისადმი ერთგულებამ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქართული საავტომობილო ინდუსტრიის ცნობადობა გაზარდა და მას მსოფლიო მასშტაბით სრულიად ახალი სახე შესძინა“, - ამბობს თამარ ხოსროშვილი.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, Manthey Racing-მა, Nürburgring-ზე დაფუძნებულმა ერთ-ერთმა ყველაზე ძლიერმა სარბოლო გუნდმა, ქართველ ენთუზიასტებს შესაძლებლობა მისცა გასცნობოდნენ, როგორ ხდება ავტომობილების მომზადება და გაძლიერება რბოლისთვის. ამან გლობალურ Porsche Motorsport-ის ეკოსისტემასთან ქართველი მონაწილეების კიდევ უფრო დაახლოება უზრუნველყო. ეს გახლავთ გამოცდილება, რომელიც ამ დრომდე ყველასთვის მიუწვდომელი იყო.
---
„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია პორშე ცენტრი თბილისი ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. კომპანია მომხმარებელს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებს და აქსესუარებს სთავაზობს. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ვებგვერდზე კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „პორშე ცენტრი თბილისი“ უზრუნველყოფს.
პოლიტიკა
- ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ აშშ-სთან პოლიტიკური დიალოგი გავაგრძელოთ და იმავეს მოველით აშშ-ს მხრიდან - მაკა ბოჭორიშვილი
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
სამართალი
- თბილისის საკრებულოსთან თორნიკე თოშხუა დააკავეს
- გორში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
- გიორგი ჭიღლაძეს 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ის დარბაზიდან გათავისუფლდა
- ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა
- ძალიან ფრთხილად და გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ - დონალდ ტრამპი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის შესაძლო გადაცემაზე
- კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან - ვოლოდიმირ ზელენსკი
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















