„თეგეტა მოტორსში“ შეძენილ ავტონაწილებზე უპრეცედენტო საგარანტიო პირობები მოქმედებს
საქართველო, თბილისი - 11:24 | 15.08.2025 ნანახია: 1377
„თეგეტა მოტორსში“ შეძენილი მსუბუქი ავტომობილების სათადარიგო ნაწილებზე გარანტია იმ შემთხვევაშიც გავრცელდება, თუ მისი მონტაჟი კომპანიის გარეთ არსებულ სერვისცენტრში შესრულდა. შეთავაზება მომხმარებელს თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობას აძლევს - თავად აირჩიოს მისთვის მოსახერხებელი ადგილი ავტონაწილის შეცვლისთვის; ლოკაციის მიუხედავად, ავტონაწილის ყიდვისას მიღებული „თეგეტა მოტორსის“ გარანტია მაინც შენარჩუნდება.
„თგეტა მოტორსის“ მხრიდან აღნიშნული ნაბიჯი ქმნის ახალ სტანდარტს საავტომობილო ინდუსტრიაში და ადასტურებს, რომ კომპანია მზად არის, აიღოს პასუხისმგებლობა პროდუქციის ხარისხზე, რომელსაც მომხმარებელს სთავაზობს. „თეგეტა მოტორსში“ მსუბუქი ავტომობილების ნაწილების ფართო არჩევანია წარმოდგენილი და კომპანია 300-ზე მეტი საერთაშორისო ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში.

კონსტანტინე ფაცაცია, „თეგეტა მოტორსის“ მსუბუქი ავტომობილების ნაწილების მიმართულების უფროსი ოფიცერი: „თეგეტა მოტორსი“ მზად არის, შექმნას მეტი მოქნილობა და კომფორტი მომხმარებლისთვის. ამიერიდან მნიშვნელობა აღარ ექნება, სად დამონტაჟდება „თეგეტა მოტორსის“ შოურუმში შეძენილი ავტონაწილი – ჩვენს სერვისცენტრში თუ სხვა ნებისმიერ ლოკაციაზე – პროდუქციის გარანტია კვლავაც ძალაში რჩება.
ხშირია შემთხვევა, როდესაც მომხმარებელს უკვე დაშლილი ჰყავს ავტომობილი სხვა სერვისცენტრში და სჭირდება, ავტონაწილი ადგილზე დაამონტაჟოს, ასეთ შემთხვევებშიც კი მას ეცოდინება, რომ „თეგეტა მოტორსი“ პასუხისმგებლობას აიღებს ყველა დეტალის ხარისხზე და ქარხნული წუნის შემთხვევაში ღირებულებას აანაზღაურებს. ჩვენთვის მთავარია, მომხმარებელმა იცოდეს – საავტომობილო ინდუსტრიის ლიდერი კომპანია სრულად აგებს პასუხს რეალიზებული ნაწილის ხარისხზე“.
„თეგეტა მოტორსი“ განსაზღვრავს იმ პირობებსაც, რომლებიც მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს გარანტიის გამოყენებისას. თუ კომპანიაში შეძენილი ავტონაწილი დამონტაჟდება სხვა სერვისცენტრში და შემდგომ გაირკვევა, რომ დეტალის ქარხნული წუნი გახდა მისი მწყობრიდან გამოსვლის მიზეზი, მომხმარებელი „თეგეტა მოტორსში“ მხოლოდ მეორადი მონტაჟის მომსახურების ღირებულებას გადაიხდის, თავად ნაწილი კი უფასოდ ჩანაცვლდება. თუ პირველადი მონტაჟიც „თეგეტა მოტორსში“ შესრულდა, მეორადი მონტაჟის მომსახურებაც უფასოა.

გარანტია მოქმედებს მხოლოდ ავტონაწილის ქარხნული წუნის შემთხვევაში და არა დეტალის მექანიკური დაზიანებისას. გარანტია არ მოქმედებს, თუ ავტონაწილი მწყობრიდან არასწორი მონტაჟის გამო გამოვიდა.
რაც შეეხება ვადებს, გარე გარანტიის შემთხვევაში, პრემიუმ ბრენდებზე ვრცელდება სამთვიანი, ხოლო არაპრემიუმ ბრენდებზე - ერთთვიანი გარანტია. შიდა საგარანტიო პირობების მიხედვით კი პრემიუმ ბრენდებზე ვრცელდება ექვსთვიანი, ხოლო არაპრემიუმებზე - სამთვიანი გარანტია.
--
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















