სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმება დიდი ნაბიჯია, თუმცა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა და კეთილდღეობა საფრთხეშია, თუ ჩინეთი საქართველოზე დომინირებას გააგრძელებს - ჯო უილსონი

საქართველო, თბილისი - 11:21 | 15.08.2025
ნანახია: 25

ანტი-ამერიკული "ქართული ოცნების" რეჟიმი ტრაბახობს მის პროპაგანდისტულ მაუწყებლობაზე, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტიისგან ენერგეტიკულ სფეროში ინვესტიციების მიღებას ცდილობს, - ამის შესახებ რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი X-ზე წერს.

"ანტი-ამერიკული "ქართული ოცნების" რეჟიმი ტრაბახობს მის პროპაგანდისტულ მაუწყებლობაზე, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტიისგან ენერგეტიკულ სფეროში ინვესტიციების მიღებას ცდილობს. ჩინეთი ცდილობს, რომ ამერიკას შუა დერეფანი დაუკეტოს. სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმება დიდი ნაბიჯია, თუმცა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა და კეთილდღეობა საფრთხეშია, თუ ჩინეთი საქართველოზე დომინირებას გააგრძელებს" , -  წერს ჯო უილსონი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე