დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავთ შეერთებულ შტატებს, მადლობელი ვართ ურყევი მხარდაჭერისთვის - სალომე ზურაბიშვილი

საქართველო, თბილისი - 18:48 | 04.07.2025
ნანახია: 41

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

სალომე ზურაბიშვილი პლატფორმა X-ზე მადლობას უხდის აშშ-ს ურყევი მხარდაჭერისთვის.

“აშშ ყოველთვის დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და სამართლის მხარეს იდგა - და მხარს უჭერდა საქართველოს სუვერენიტეტისთვისა და დემოკრატიისთვის ჩვენს ბრძოლაში. ამ დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავთ შეერთებულ შტატებს და მადლობელი ვართ ურყევი მხარდაჭერისთვის”, - წერს ზურაბიშვილი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე