უსაფრთხოების საბჭოს გაუქმება ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას ასუსტებს და ამას კრემლი ბიძინას ხელით ახდენს - თეონა აქუბარდია
საქართველო, თბილისი - 13:24 | 17.06.2025 ნანახია: 1167
"გახარია საქართველოსთვის" პარტიის წევრის, თეონა აქუბარდიას თქმით, "ქართული ოცნება" 2019 წლიდან ემზადებოდა უსაფრთხოების საბჭოს გაასუქმებლად - "უბრალოდ მაშინ საკონსტიტუციო უმრავლესობის არქონის შემთხვევაში ამას ვერ იზამდნენ"
მისი განცხადებით, უსაფრთხოების საბჭო ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის და კოორდინაციის მიზნით "შექმნილი ველოსიპედია, ხოლო კობახიძეს არც მისი ტარება და არც თავად ეს უნიკალური ველოსიპედი სჭირდება".
"თევზი თავიდან ყარს და სანამ ამას არ შევცლით არაფერი შეიცვლება, განსაკუთრებით კი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების დაცვის ჭრილში. 2017 წლიდან მოყოლებული უკვე მეორედ აუქმებენ უსაფრთხოების საბჭოს კანონით და ეს იმიტომ, რომ შეძლეს 2017 წელს შეტანილი ცვლილებებით ეროვნული უშიშროების საბჭოს გაუქმება კონსტიტიციით და უარი თქვეს საკონსტიტუციო ცვლილებების დროს თუნდაც კონსტიტუციაში ყოფილიყო პრემიერის დაქვემდებარებაში არსებული უსაფრთხოების საბჭო. ახლა როცა მეორედ აუქმებენ უსაფრთხოების საბჭოს გაცხადდა თუ რატომ მოხდა ასე ჯერ კიდევ 2017 წელს: როგორც ჩანს ემზადებოდნენ ორივე საბჭოს გაუქმების შემდეგ 2019 წელს კანონით შექმნილი მკვდრადშობილი უსაფრთხოების საბჭოს კანონის ძალით გასაუქმებლად და საკონსტიტუციო უმრავლესობის არქონის შემთხვევაში ამას ვერ იზამდნენ. ტყუილია ის რომ უსაფრთხოების საბჭოები საპარალამენტო მოდელში არ არსებობს და მთავრობა როგორც კოლექტიური ორგანო ითავსებს მას, რადგან ყველა მეზობელს და ევროკავშირის ქვეყანას ეს საბჭო საპარალამენტო წყობაში მეტწილად პრეზიდენტთან ან პრემიერთან აქვს. მხოლოდ გერმანიას და სლოვენიას შემთხვევაშია როცა არ არსებობს ცალკე ინსტიტუტი.
მიზანი ამ ცვლილებების უკვე მეორედ უკვე ინსტიტუტების ფორმალური მიტაცების შემდგომ გაუქმებაა. რადგან უსაფრთხოების საბჭო ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის და კოორდინაციის მიზნით შექმნილი ველოსიპედია, ხოლო კობახიძეს არც მისი ტარება და არც თავად ეს უნიკალური ველოსიპედი სჭირდება, რადგან მხოლოდ ბიძინას და რეჟიმის უსაფრთხოებას იცავს. შეგახსენებთ რომ 2011 წლიდან არ განახლებულა ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, 2018 წლიდან საფრთხეების შეფასების ეროვნული დოკუმენტი, თავდაცვის სტრატეგია. სიტუაციური ოთახი კი, რომელიც ბრიტანელების დახმარებით შეიქმნა ყველა ტიპის კრიზისის პოლიტიკურ დონეზე კოორდინაციის მიზნით არ გამოიყენეს.
1994 წლიდან საქართველოს კონსტიტუციით ჰქონდა ეროვნული უშიშროების საბჭო. ზვიად გამსახურდიას დროსაც არსებობდა ის ბოლო 2 წელი. 2018 წლიდან კი ივანიშვილის ხელით ამ ინსტიტუტების დაკნინება და გაუქმება კრემლის დავალებით შესრულებას ჰგავს. ბოლო 2 თვეში დაზვერვის სამსახურის გაუქმება და ახლა უსაფრთხოების საბჭოსი მხოლოდ ასუსტებს ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას და ამას კრემლი ბიძინას ხელით ახდენს!", - განაცხადა თეონა ქუბარდია.
პოლიტიკა
- ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ აშშ-სთან პოლიტიკური დიალოგი გავაგრძელოთ და იმავეს მოველით აშშ-ს მხრიდან - მაკა ბოჭორიშვილი
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
სამართალი
- თბილისის საკრებულოსთან თორნიკე თოშხუა დააკავეს
- გორში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
- გიორგი ჭიღლაძეს 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ის დარბაზიდან გათავისუფლდა
- ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა
- ძალიან ფრთხილად და გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ - დონალდ ტრამპი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის შესაძლო გადაცემაზე
- კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან - ვოლოდიმირ ზელენსკი
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















