ჯანსუღ კახიძის საიუბილეო კონცერტები რეგიონებში „თეგეტას“ მხარდაჭერით გაიმართება
საქართველო, თბილისი - 11:03 | 06.06.2025 ნანახია: 1724
წელს ჯანსუღ კახიძის დაბადებიდან 90 წელი შესრულდა. დიდი ქართველი მუსიკოსის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად საქართველოს 2 რეგიონში „თეგეტას“ მხარდაჭერით კონცერტებია დაგეგმილი.
პირველ კონცერტს 7 ივნისს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი უმასპინძლებს.
მულტიმედიური კონცერტი რამდენიმე ნაწილისგან შედგება. პირველი ნაწილი ფოტო- და ვიდეოკოლაჟს დაეთმობა, რომელიც ასახავს ჯანსუღ კახიძის მოღვაწეობას სხვადასხვა ჟანრში - ოპერა, სიმფონიური მუსიკა და მის მიერ შესრულებული სიმღერები. მეორე ნაწილში კი გაიჟღერებს ცოცხალი მუსიკა თბილისის სიმფონიური ორკესტრის, ანსამბლ „რუსთავისა“ და ვახტანგ კახიძის შესრულებით.
პროექტის ავტორი, წამყვანი და დირიჟორი ვახტანგ კახიძეა.
ვახტანგ კახიძე, თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი, თბილისის სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი: „ჯანსუღ კახიძის 90 წლისადმი მიძღვნილმა საღამოებმა, რომლებიც თბილისში უკვე გაიმართა, მნიშვნელოვანი კვალი დატოვა როგორც მსმენელზე, ისე შემსრულებლებზე. ახლა კი სასიამოვნო საღამოები მუსიკის მოყვარულებს საქართველოს რეგიონებშიც ელით. პირველი კონცერტით ქუთაისში წარვდგებით, რის შემდეგაც უკვე თელავს ვესტუმრებით. კონცერტი დატვირთული იქნება მუსიკალურადაც და ვიდეო- და ფოტომასალითაც. აუდიტორია ჯანსუღ კახიძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ საინტერესო ისტორიებს მოისმენს.
ჯანსუღ კახიძის სახელობის რიგით მეათე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი სწორედ ჯანსუღ კახიძის 90 წლისადმი მიძღვნილი კონცერტებით დავხურეთ. სეზონი ძალიან წარმატებული იყო. კონცერტების რაოდენობით მეათე ფესტივალი ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა, რისი შესაძლებლობაც „თეგეტა ჰოლდინგისა“ და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერამ განაპირობა. ზოგადად, ბიზნესის მხარდაჭერა ყველა სფეროს სჭირდება. მისასალმებელია, რომ „თეგეტა“ ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა საქართველოში, რომელიც უამრავ მნიშვნელოვან პროექტს უდგას გვერდით“.

ფესტივალის ფარგლებში, გაზაფხულზე თბილისში 7 განსაკუთრებული საღამო გაიმართა. მათ შორის იყოს მსოფლიო კინომუსიკის შედევრები უნგრელი დირიჟორის გაბორ ჰოლერუნგის შესრულებით; ცნობილი ამერიკული ანსამბლები – New York Voices, ასევე Kennedy Administration, რომელმაც სპეციალურად შექმნა არანჟირებები, რათა ორკესტრთან ერთად კონცერტის გამართვის შესაძლებლობა ჰქონოდა; მსმენელმა გამორჩეული კუბელი მესაყვირის რობერტიკო გარსიას ბენდსაც მოუსმინა.

ფესტივალზე ამჯერადაც მასშტაბურად იყო წარმოდგენილი ქართული მუსიკა. საფესტივალო დღე დაეთმო ეკა მამალაძის კონცერტს, სადაც შესრულდა მარგალიტები ქართული მუსიკიდან.

საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, რომელიც წელს სწორედ ჯანსუღ კახიძის 90 წლის იუბილეს მიეძღვნა, „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით გაიმართა. „თეგეტასა“ და ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალური ცენტრის თანამშრომლობა 15 წელს ითვლის. სახელოვნებო მიმართულების მხარდაჭერა კომპანიისთვის წლებია, პრიორიტეტია.
თეონა კოხოძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ კრეატიული დირექტორი: „ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ ცენტრთან წლები და ღირებულებები გვაერთიანებს. წელს განსაკუთრებით გვეამაყება, რომ „თეგეტა ჰოლდინგი“ წარმოგიდგენთ ჯანსუღ კახიძის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონცერტებს უკვე საქართველოს რეგიონებშიც.
რაც შეეხება მეათე საერთაშორისო ფესტივალს, ის გამორჩეული იყო თავისი მასშტაბითა და გემოვნებიანი მუსიკით. ჩვენთვის, როგორც მომავალზე ორიენტირებული ჰოლდინგისთვის, განსაკუთრებით ღირებულია ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც ახალგაზრდებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს. გვჯერა, რომ კულტურა მნიშვნელოვან როლს თამაშობს საზოგადოების განვითარებაში. მუსიკის მხარდაჭერით კი სივრცეს ვუხსნით ახალ თაობას.
სწორედ ასეთი ინიციატივებია ჩვენთვის ინსპირაციის წყარო — ისინი აერთიანებს ტრადიციას, ინოვაციასა და საერთო მიზანს: გავუზიაროთ საზოგადოებას მეტი შინაარსი, ემოცია და შესაძლებლობა“.
ჯანსუღ კახიძის 90 წლისადმი მიძღვნილი კონცერტი, ქუთაისის შემდეგ, 5 ივლისს, ასევე „თეგეტას“ მხარდაჭერით, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატულ თეატრში გაიმართება. ზაფხულის შესვენების შემდეგ კი, შემოდგომაზე ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალური ცენტრი ტრადიციული ფესტივალით, „შემოდგომის თბილისით“ განახლდება. ჯანსუღ კახიძის საიუბილეო კონცერტის მოსმენის შესაძლებლობა მსურველებს შემოდგომის ფესტივალის ფარგლებშიც მიეცემათ.
პოლიტიკა
- ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ აშშ-სთან პოლიტიკური დიალოგი გავაგრძელოთ და იმავეს მოველით აშშ-ს მხრიდან - მაკა ბოჭორიშვილი
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
სამართალი
- თბილისის საკრებულოსთან თორნიკე თოშხუა დააკავეს
- გორში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
- გიორგი ჭიღლაძეს 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ის დარბაზიდან გათავისუფლდა
- ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა
- ძალიან ფრთხილად და გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ - დონალდ ტრამპი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის შესაძლო გადაცემაზე
- კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან - ვოლოდიმირ ზელენსკი
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















