საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უშბაზე ექსპედიციის დროს, მთამსვლელის დაღუპვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველო, თბილისი - 16:30 | 22.05.2025
ნანახია: 34

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უშბაზე ექსპედიციის დროს, მთამსვლელის დაღუპავასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში შემოსული ინფორმაციის საფუძველზე, სვანეთში, უშბის მთაზე ქვეითად გადაადგილდებოდა 4 პიროვნება, რომელთაგან ერთ-ერთი მათგანი გადავარდა სიმაღლიდან.

უმოკლეს დროში, მეხანძრე-მაშველების მიერ მოხდა ძებნა-შველის ღონისძიების დაგეგმვა და თბილისიდან გაფრინდა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების ჯგუფთან ერთად.

მეხანძრე-მაშველების მიერ, 3600 მეტრის სიმაღლეზე, სამაშველო ღონისძიების ფარგლებში მოხდა 3 პიროვნების უვნებლად აყვანა ვერტმფრენში და გარდაცვლილი პიროვნების ცხედრის ნახვა.

გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი ჩასვენებულია მესტიაში“მ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, მანამდე სოციალურ ქსელში Adrenaline გაავრცელა ინფორმაცია უშბაზე ექსპედიციის დროს, მთამსვლელისა და სამთო გიდის ნიკოლოზ ფალიანის დაიღუპვის შესახებ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე