გარე ჩარევის მიუხედავად, რუმინელი ხალხის ხმა ნათელი და მტკიცე იყო, ვულოცავ რუმინეთს და ნიკუშორ დენს ჩვენი საერთო ევროპული მომავლისკენ გადადგმულ ამ ნაბიჯს - სალომე ზურაბიშვილი

საქართველო, თბილისი - 17:18 | 19.05.2025
ნანახია: 39

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ნიკუშორ დენს რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

„რუმინელი ხალხი ფეხზე დადგა დემოკრატიისა და ევროპისთვის. გარე ჩარევის მიუხედავად, მათი ხმა ნათელი და მტკიცე იყო. ვულოცავ რუმინეთს და ნიკუშორ დენს ჩვენი საერთო ევროპული მომავლისკენ გადადგმულ ამ ნაბიჯს“, - წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, გუშინ რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა, რომელშიც ბუქარესტის ცენტრისტმა მერმა, ნიკუშორ დენმა გაიმარჯვა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე