უსაფრთხო ქუჩები ქვეითებისა და ველომომხმარებლებისთვის - „თეგეტა მოტორსი“ გაეროს უსაფრთხოების კვირეულის მხარდამჭერია
საქართველო, თბილისი - 16:56 | 16.05.2025 ნანახია: 1238
გაეროს უსაფრთხოების მე-8 გლობალური კვირეულის ფარგლებში, რომელიც მსოფლიოში 12-18 მაისს აღინიშნება, თბილისში კონფერენცია გაიმართა. მთავარი მიზანი მულტისექტორული თანამშრომლობით ინკლუზიური, უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა ქალაქის განვითარების ხელშეწყობა იყო.
ღონისძიება „თეგეტა მოტორსისა“ და „ვოლვო ქარს საქართველოს“ მხარდაჭერით, „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ორგანიზებით მოეწყო. კონფერენციის პარტნიორი საქართველოში გაეროს მუდმივი წარმომადგენლობა იყო.

უსაფრთხო ქუჩები ქვეითებისა და ველომომხმარებლებისთვის, ეკომოგობრული ტრანსპორტის განვითარება, უკვე შესრულებული და დაგეგმილი პროექტები - ეს იყო თემები, რომლებზედაც კონფერენციის მონაწილეებმა იმსჯელეს. მომხსენებლებს შორის იყო „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი ეკატერინე ქავთარაძე. კომპანიამ უსაფრთხოება კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მთავარ მიმართულებად აქცია. „თეგეტა“ წლებია, აქტიურად მუშაობს და არაერთ პროექტს ახორციელებს, რათა ხელი შეუწყოს საგზაო უსაფრთხოების დაცვას.

ეკატერინე ქავთარაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი: „საგზაო უსაფრთხოებაზე ზრუნვა ჩვენი ბიზნესსაქმიანობის განუყოფელი ნაწილია. ზრუნვა მომხმარებელზე და მაღალი ხარისხის ავტომომსახურება პირდაპირ კავშირშია ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებასთან. ეს პასუხისმგებლობა „თეგეტამ“ 30 წლის წინათ აიღო და ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია დღემდე ამ პრინციპების ერთგულია.
მიხარია, რომ მომეცა შესაძლებლობა, ჩვენი ხედვებისა და მიზნების შესახებ კონფერენციაზე მესაუბრა. მჯერა, რომ გლობალურ კვირეულში ჩართულობით შევძლებთ, სულ უფრო მეტ ადამიანს მივაწვდინოთ ხმა და ხელი შევუწყოთ ცნობიერების ამაღლებას, რათა საგზაო უსაფრთხოების წესების დაცვითა და ზრუნვით მეტი სიცოცხლის გადარჩენა შევძლოთ“.
კონფერენციაზე განიხილეს ასევე საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია და თბილისის ურბანული განვითარების ინიციატივები.

ეკა ლალიაშვილი, „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე:
„სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ საგზაო უსაფრთხოების თვალსაზრისით ქვეყანაში ვითარება არასახარბიელოა - წლის განმავლობაში გზებზე 450-მდე ადამიანი იღუპება. არსებული გამოწვევების მოსაგვარებლად კი მულტისექტორული თანამშრომლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ბოლო პერიოდში კერძო ბიზნესი აქტიურად ჩაერთო პროცესში. მინდა აღვნიშნი „თეგეტა მოტორსი“, კომპანია, რომელიც არაერთ პროექტს ახორციელებს საგზაო უსაფრთხოებისთვის.
ნაბიჯები, რომლებსაც კერძო და საჯარო სექტორები გადადგამენ უნდა ემსახურებოდეს უსაფრთხო ტრანსპორტზე ზრუნვასა და საგზაო მოძრაობის მონაწილეების ქცევის შეცვლას, უსაფრთხო ინფრასტრუქტურის მოწყობას, ასევე ავტოსაგზაო შემთხვევისას პირველადი სამედიცინო დახმარების დროულ და კვალიფიციურ უზრუნველყოფას. სწორედ ერთიანი ძალისხმევით, სექტორული თანამშრომლობით შეგვიძლია დავძლიოთ გამოწვევები და გზა უსაფრთო გავხადოთ.“
კონფერენციას ტრანსპორტის, ეკომობილობისა და საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით მომუშავე საჯარო უწყებების, კერძო თუ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და საგზაო უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები დაესწრნენ.
გაეროს საგზაო უსაფრთხოების გლობალური კვირეული ცნობიერების ამაღლებას ემსახურება, რათა სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები გაერთიანებული ძალებით მიისწრაფოდნენ ორგანიზაციის გლობალური მიზნების შესრულებისკენ. ამ შემთხვევაში, გაეროს გლობალური მიზანია, 2030 წლისთვის გზებზე მსხვერპლის რაოდენობა 50%-ით შემცირდეს.
--
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
პოლიტიკა
- ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ აშშ-სთან პოლიტიკური დიალოგი გავაგრძელოთ და იმავეს მოველით აშშ-ს მხრიდან - მაკა ბოჭორიშვილი
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
სამართალი
- თბილისის საკრებულოსთან თორნიკე თოშხუა დააკავეს
- გორში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
- გიორგი ჭიღლაძეს 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ის დარბაზიდან გათავისუფლდა
- ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა
- ძალიან ფრთხილად და გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ - დონალდ ტრამპი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის შესაძლო გადაცემაზე
- კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან - ვოლოდიმირ ზელენსკი
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















