„ვოლვო ქარ საქართველოში“ სპეციალური შეთავაზებები სრულად ელექტრულ VOLVO EX30-ზე მოქმედებს
საქართველო, თბილისი - 19:04 | 29.04.2025 ნანახია: 1004
მსოფლიო საავტომობილო სექტორში ელექტრომობილებზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. ტენდეციის საპასუხოდ, „ვოლვო ქარ საქართველო“ მომხმარებელს სრულად ელექტრულ EX30-ზე უპრეცედენტო ფასდაკლებას სთავაზობს. მიმდინარე შეთავაზებით, ელექტრომობილის შეძენა 7 000 ევრომდე ფასდაკლებით არის შესაძლებელი. მოდელი სამი განსხვავებული კომპლექტაციითაა წარმოდგენილი – Core, Plus და Ultra. მათი შეძენა მომხმარებელს 3 თვის განმავლობაში სპეციალურ ფასად შეეძლება:
- Core – 35,000 ევროს ნაცვლად 31,000 ევროს ეკვივალენტით ლარში;
- Plus – 38,500 ევროს ნაცვლად 35,500 ევროს ეკვივალენტით ლარში;
- Ultra – 46,000 ევროს ნაცვლად 39,000 ევროს ეკვივალენტით ლარში;
„ვოლვო ქარ საქართველომ“ სრულად ელექტრული ვოლვო EX30 ქართველ მომხმარებელს გასულ წელს წარუდგინა. მოდელს, კონფიგურაციის შესაბამისად, ერთი დამუხტვით 337-დან 476 კმ-მდე მანძილის დაფარვა შეუძლია. Volvo Cars-ის კედლის ყუთი სტანდარტული დამუხტვის პროცესს 5-ჯერ აჩქარებს და ელექტრომობილის სრულად დამუხტვა სწრაფი დამტენით 28 წუთშია შესაძლებელი.

თორნიკე იკაშვილი, „ვოლვო ქარ საქართველოს“ გაყიდვების ხელმძღვანელი: „EX30-ის გამოჩენა ბაზარზე საინტერესო სიახლე აღმოჩნდა ქართველი მომხმარებლისთვის. ელექტრომობილების მიმართ დაინტერესება სულ უფრო მზარდია, „ვოლვოს“ ღირებულებიდან და სტრატეგიიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ, მომხმარებლისთვის უფრო ხელმისაწვდომი გაგვეხადა ის. ჩვენი მიზანია, მომხმარებელმა მეტად გაიცნოს და შეიყვაროს ელექტრომობილი, რომელიც არა მხოლოდ ეკონომიურია მფლობელისთვის, არამედ ნაკლებ ზიანს აყენებს გარემოსაც.
აღსანიშნავია, რომ EX30 სრულად პასუხობს ვოლვოს მთავარ ღირებულებებს – გახლავთ 100%-ით ეკომეგობრული და მისი მთლიანი ინტერიერი გადამუშავებული მასალისგან არის შექმნილი, რაც, ვფიქრობ, კიდევ უფრო განსხვავებულსა და მიმზიდველს ხდის ავტომობილს ნებისმიერი მომხმარებლისთვის. Volvo აქტიურად მუშაობს როგორც ეკომეგობრულ დიზაინზე, ისე ენერგოეფექტურ ტექნოლოგიებზე. ასევე ვოლვოს მიზანია, 2030-2035 წლიდან სრულად გადავიდეს ელექტრომობილების წარმოებაზე“.

ავტომობილის კომპაქტური ზომების მიუხედავად, ინტერიერი გამოირჩევა სივრცით. საბარგულის მოცულობა 318 ლიტრს შეადგენს, რასაც ემატება წინა საბარგული; გაშლილი პანორამული ჭერით და რეტრო ელემენტებით. მოდელი გამოირჩევა განსხვავებული დიზაინით -Breeze, Mist, Pine, რაც, გარემოზე ზრუნვასთან ერთად, სტილის ახლებურ ხედვას უსვამს ხაზს.
Volvo EX30-ში არსებული Harman kardon-ის პრემიუმ აუდიოსისტემა და პლანშეტის სტილის ცენტრალური ეკრანი, ხშირად გამოყენებად მართვის ელემენტებზე, სწრაფი და მარტივი წვდომის შესაძლებლობას იძლევა. ჩაშენებული Google-ის სისტემებითა და „ვოლვოს“ აპლიკაციით ავტომობილის სახლიდან გაღება, გათბობა-გაგრილების სისტემის მართვა და ავტომობილის ადგილმდებარეობის შემოწმებაც კი შესაძლებელია.
შვედური ბრენდის სხვა ავტომობილების მსგავსად, EX30 აღჭურვილია ვოლვოს უსაფრთხოების ინოვაციური სისტემებით: Park Pilot Assist - პარკირების დამოუკიდებლად შესრულებისთვის Volvo EX30-ს შეუძლია საჭის მართვა, აჩქარება და დამუხრუჭება; 360° კამერა - ყველა მხრიდან არსებული კამერები იძლევა მაღალი გარჩევადობის 360° ხედს; Pilot Assist - ფუნქცია, რომელიც დაგეხმარებათ ზოლიდან ზოლში უსაფრთხოდ გადასვლაში. კვადრატული ფორმის სპორტული საჭე თანამედროვე გადამრთველი და მძღოლის მართვის ელემენტებით უზრუნველყოფს სპორტულ მოჭიდებას.
„ვოლვო ქარ საქართველოს“ შოურუმში Volvo EX30 სხვადასხვა ფერშია წარმოდგენილი. დაინტერესებულ მომხმარებელს კი კომპანია შესაძლებლობას აძლევს, ისარგებლოს ტესტ-დრაივით და თავად გამოცადოს Volvo-ს ელექტრომობილების შესაძლებლობები.
--
თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებაში, თეგეტა ქარსში შემავალი კომპანია ვოლვო ქარ საქართველო შვედურ ბრენდს საქართველოში 2019 წლიდან წარმოადგენს. კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ოფიციალური იმპორტიორია. კომპანია მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს, მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, კომპანიის ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით, დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც ვოლვო ქარ საქართველო უზრუნველყოფს.
პოლიტიკა
- EU-ის წერილი ალიანსს: საქართველოს მთავრობამ უნდა შეცვალოს მოქმედების კურსი
- ამ ადამიანს აუხსნას ვინმემ, რომ საქართველო არ აპირებს, დაადგეს არც უკრაინის და არც მოლდოვის მიერ არჩეულ ევროკავშირისკენ მიმავალ გზას - შალვა პაპუაშვილი პეტერ ფიშერზე
- გამოსავალი მარტივია, უნდა გავაგრძელოთ თვითორგანიზება, საერთაშორისო ველზე, ქუჩაში წინააღმდეგობის გაწევა და ამ თვითორგანიზებით შევძლოთ ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორება - ირაკლი კუპრაძე
- ჩვენ რაღაცნაირად შეგვიყვანეს პოლარიზაციისა და სიძულვილის ჩაკეტილ წრეში, თესავდნენ ჩვენს საზოგადოებაში შეგნებულად სიძულვილს და იგივე ხდება პოლიტიკურ სივრცეშიც - ირაკლი კობახიძე
საზოგადოება
- “ვაიზერი” პირველი სადაზღვევო კომპანიაა საქართველოში, რომელმაც MedVeritas Global-თან პარტნიორობა დაიწყო
- მეფე ჩარლზი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
- თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
- გულითადად ვულოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! კვლავ ვადასტურებთ ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მიმართ - ევროკავშირის წარმომადგენლობა და წევრი ქვეყნების საელჩოები
მსოფლიო
- რუსულ დრონთან დაკავშირებული ინციდენტი ნატო-ს ხელშეკრულების მე-4 მუხლის გააქტიურების საფუძველს იძლევა - რუმინეთის საგარეო უწყება
- რუსეთის აგრესიულმა ომმა კიდევ ერთი ზღვარი გადალახა, სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ რუმინეთს, ვამზადებთ სანქციების 21-ე პაკეტს - ურსულა ფონ დერ ლაიენი
- ფრიდრიხ მერცი, ევროკავშირში სრულ წევრობამდე, უკრაინისთვის სპეციალური სტატუსის მინიჭების ინიციატივით გამოდის
- რუსეთის ქალაქ სიზრანში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
- RECSOL – „თეგეტას“ პროექტი, რომელიც საქართველოში ნარჩენების მართვის სისტემას ცვლის
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















