ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი ვატიკანში 7 მაისს შეიკრიბება

საქართველო, თბილისი - 17:07 | 28.04.2025
ნანახია: 36

ვატიკანი აცხადებს, რომ მომდევნო პაპის ასარჩევად კონკლავი 7 მაისს დაიწყება.

Reuters-ის ინფორმაციით, ეს თარიღი განისაზღვრა კარდინალების დახურულ შეხვედრაზე, რომელიც რომის პაპის, ფრანცისკეს დაკრძალვის შემდეგ გაიმართა.

წესების მიხედვით, კონკლავის თარიღი პაპის გარდაცვალებიდან 15-დან 20 დღემდე ინტერვალში უნდა დაინიშნოს. მკაცრად არის განსაზღვრული, თუ ვის შეუძლია კონკლავზე ხმის მიცემა. პაპი პავლე VI-ს მიერ 1970 წელს გამოცემული Ingravescentem Aetatem-ის მიხედვით, კონკლავზე ხმის მიცემა მხოლოდ იმ კარდინალებს შეუძლიათ, რომლებიც პაპის გარდაცვალების ან მისი გადადგომის მომენტში 80 წელზე ნაკლები ასაკის იყვნენ.

ცნობისთვის, რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში ინსულტის შედეგად 21 აპრილს გარდაიცვალა. ის 26 აპრილს რომში დაკრძალეს. ანდერძის თანახმად, პონტიფიკოს სანტა მარია მაჯორეს ტაძარშია დაკრძალული.


სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე