არ გაგიტარებთ, რადგან არ არსებობს კავშირი ანწუხელიძის თავდადებასა და იმასთან, რაც თქვენ გბრალდებათ - ნინო წილოსანი

საქართველო, თბილისი - 11:18 | 31.03.2025
ნანახია: 62

ჰგონიათ, პიარის დახმარებით ყველაფრის გადაფარვა შეუძლიათ და როგორც გამჭვირვალობას რუსული დაარქვეს, საკუთარ გამყიდველობას ანწუხელიძის გმირობას თუ დაუკავშირებენ ამით გათეთრდებიან, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ წევრი ნინო წილოსანი წერს.

„ლაჩრებმა და სამშობლოს გამყიდველებმა გადაწყვიტეს გმირ ანწუხელიძეს შეაფარონ თავი. ეს დღეებია, ერთი მეორის მიყოლებით პოსტავდნენ ანწუხელიძის სახელს .. ჰგონიათ პიარის დახმარებით ყველაფრის გადაფარვა შეუძლიათ და როგორც გამჭვირვალობას რუსული დაარქვეს, საკუთარ გამყიდველობას ანწუხელიძის გმირობას თუ დაუკავშირებენ ამით გათეთრდებიან

არ გაგიტარებთ. რადგან არ არსებობს კავშირი ანწუხელიძის თავდადებასა და იმასთან, რაც თქვენ გბრალდებათ და რასაც საგამოძიებო კომისიაზე ვისმენთ“, - წერს ნინო წილოსანი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე